ჩაბარების ვადა:

25 ივნისი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7022 - ტენდერი გადაზიდვისა და დამხმარე პერსონალით მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

დეველოპერული კომპანია, სს ,,საქართველოს უძრავი ქონება’’ (პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ https://m2.ge/აცხადებს ტენდერს გადაზიდვისა და დამხმარე პერსონალით მომსახურების შესყიდვაზე.

პრეტენდენტებმა მითითებულ მეილზე უნდა გამოგზავნოს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

სატენდერო პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი კალენდარული წლის ვადით;
  • სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ფიქსირებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო სამი წლის ფინანსური ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი/საბანკო ამონაწერი;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილად განფასებული ფასების ცხრილი (დანართი N1), თითოეულ პოზიციაზე მითითებული ღირებულებით;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • წინადადებაში მითითებული ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით.
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ორი ოფიციალური სარეკომენდაციო წერილი.

ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: ssadunishvili@gre.ge არაუგვიანეს 2020 წლის 25 ივნისისა. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ: სალომე სადუნიშვილი; 599 68 67 82

ტენდერის კატეგორია:

  • 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები