ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T7059 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ენერგოტრანსი“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე ქვემოთ მოცემულ საწვავის რაოდენობასა და საწვავის ტიპზე:

# საწვავის დასახელება რაოდენობა(ლიტრი)
  1 2
1 ბენზინი  პრემიუმი (ოქტანობა - არანაკლებ 95) 24000
2 დიზელი (არაუმეტეს 50 PPM) 40000

ტენდერში მონაწილეობისათვის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკვალიფიკაციო მონაცემები და დოკუმენტები:

  • კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდ. მეწარმეებისათვის:
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები. 

საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის:

  • ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები. 

ფიზიკური პირისათვის:

  • ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები. 

შენიშვნა: პრეტენდენტს არ უნდა გააჩნდეს ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა.

ქვეკონტრაქტორი არ გამოიყენება. 

  • ზემოაღნიშნული საკვალიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე, ხოლო უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისის ქვეყნის სათანადო ორგანოდან დადგენილი წესის შესაბამისად  დამოწმებული ქართული თარგმანის სახით.
  • ყველა სავალდებულო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ასევე დასაშვებია ინგლისურ და რუსულ ენებზე (ოღონდ იმ პირობით, თუ მას თან დაერთვება შესაბამისი განყოფილებების დადგენილი წესის შესაბამისად  დამოწმებული ზუსტი თარგმანი ქართულ ენაზე. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს) დახურულ კონვერტში, შემდეგი აღნიშვნით: პრეტენდენტის დასახელება, შპს „ენერგოტრანსის“ სატენდერო კომისიას. ტენდერი  # T-01 G-01/2020.

სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში _ ნიმუში;
  • თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს ან არ მოახდენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მონაცემების დაზუსტებას,  შევსებას, წარდგენას ან ხელახალ დადასტურებას;
  • თუ პრეტენდენტი არ დათანხმდება სატენდერო კომისიის მიერ მის სატენდერო წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გასწორებას;
  • თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
  • თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.  

პრეტენდენტის სატენდერო წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში დასაშვებია სატენდერო წინადადება დაზუსტდეს, შეივსოს ან წარდგენილ იქნეს სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ან სატენდერო წინადადება მისი არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სატენდერო წინადადება შეფასებაზე არ დაიშვება. ზეპირი ვაჭრობის დროს არ დაიშვება  სატენდერო წინადადების ფასის გაზრდა.   პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.  ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება. ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, შპს ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული. აღნიშნულ ტენდერში შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა. დაგვიანებით შემოსულ სატენედერო წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს და გაუხსნელად უბრუნებს წარმომდგენ პირს. 

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადებები და საკვალიფიკაციო მონაცემები პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 10 ივლისის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს  ,,ენერგოტრანსი“, 1-ლი სართული.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას სატენდერო დოკუმენტაციის გატანის ვადის დასრულებამდე ,,შემსყიდველ“ ორგანიზაციაში. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ ასევე გამოქვეყნდება შემსყიდველის ვებ-გვერდზე: www.energotrans.com.ge

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს „ენერგოტრანსი“.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
შესყიდვების სამსახურის უფროსი გიორგი ჭიჭინაძე 
ტელ: 577907707
ელ. ფოსტა: giorgi.chichinadze@energotrans.com.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი