Tenders.ge
პროკრედიტ ბანკი

T7062 - ტენდერი საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის / სატრანსპორტო მომსახურებაზე


განცხადება
ჩაბარების ვადა:
დრო: 16:00
სტატუსი: მიმდინარე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს "პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ტენდერს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის / სატრანსპორტო მომსახურებაზე.

ძირითადი მოთხოვნები:  

  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბანკის საჭიროებიდან გამომდინარე, ვალდებული უზრუნველყოს ტვირთის (ავეჯი, ძირითადი საშუალებები, საარქივო დოკუმენტაცია) ტრანსპორტირება (მათ შორის კომპანიის მიერ მოყვანილი მუშა ხელით საშუალებით ტვირთის მანქანაში ატვირთვა / ჩამოტვირთვა  )

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ტენდერის ძირითადი პირობები / ფასების ცხრილი

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. ფასების ცხრილი);
  • ანგარიშსწორების პირობები (იხ. ფასების ცხრილი) 
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან 
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართული ფაილი)
  • ამონაწერი კრედიტ ინფოდან 
  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება  2 წლით.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 2020 წლის 13 ივლისი, 16:00 საათი.   
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).               

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
დავით კიტრიაშვილი
ადმინისტრაციის ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1868) 
E-mail: d.kitriashvili@procreditbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები