ჩაბარების ვადა:

14 ივლისი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7068 - ტენდერი ავტომობილების დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საავტომობილო დაზღვევა:

დასაზღვევი ა/მ რაოდენობა 23 ერთეული
დასაზღვევი მანქანების ჩამონათვალი იხილეთ დანართი #1-ში
პოლისის გააქტიურების ვადა 2020 წლის აგვისტოდან
ხელშეკრულების ვადა 1 წელი
სადაზღვევო რისკები მანქანის ნაწილობრივი დაზიანება
მანქანის სრული ზიანი
მძღოლის ზიანი
მესამე პირის ზიანი
მანქანის ევაკუაცია
ფრანჩიზა 0%
ცვლილებების მართვა წლის განმავლობაში ავტოპარკში ა/მ დამატების შემთხვევაში დაზღვევა უნდა მოხდეს ძირითადი პოლისის პირობების მიხედვით
უფლება მოსილი მძღოლები კომპანიის ყველა თანამშრომელი, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა
ავტო ასისტანსი  24/7

ავტომობილების ფასები კონფიდენციალურია და გადმოგიგზავნით მხოლოდ დაინტერესებულ კომპანიებს. შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პარტნიორ კომპანიების ჩამონათვალი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე: tenders@orinabiji.ge 2020 წლის 14  ივლისის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გიორგი ალიბეგაშვილი
მობ: 577 77 97 47
E-mail: Giorgi.alibegashvili@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო

შენიშვნები:

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

ტენდერის კატეგორია:

  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები