ჩაბარების ვადა:

10 სექტემბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T707 - ტენდერი ვინილის იატაკის დაგებისა და ვინილის კედლების მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს „ავერსის კლინიკა“ და აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ვაჟა–ფშაველას გამზ. N27/ბ–ში (საკ. კოდი: 01.10.15.007.055) მდებარე შენობისათვის ვინილის იატაკის დაგებისა და ვინილის კედლების მოწყობის თაობაზე;

  • ლოტი #1 – ვინილის მოწოდება იატაკისთვის, კედლებისთვის, კიბის საფეხურებისა და ბაქნებისთვის;
  • ლოტი #2 – ქ. თბილისში, ვაჟა–ფშაველას გამზ. N27/ბ, შპს „ავერსის კლინიკა“–ს საკუთრებაში არსებულ შენობაში იატაკის მოჭიმვა, იატაკზე, კიბის საფეხურებსა და ბაქანზე ვინილის დაგება, კედლებზე ვინილის გაკვრა.

შენიშვნა: პრეტედენტი ვალდებულია სატენდერო წინადადება წარმოადგინოს ორივე ლოტზე. დასაშვებია სამუშაოების შესრულება ქვეკონტრაქტორის მეშვეობით.

შესასრულებელი სამუშაოს დეტალური აღწერა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

აფიდავიტი მოცემულია დანართში #1;

ხარჯთაღრიცხვის ფორმა, რომელიც უნდა შეავსოს პრეტენდენტმა - დანართი №2.1, დანართი №2.2;

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია 

  • ხარჯთაღრიცხვა თითოეული ლოტისათვის უნდა იყოს წარმოდგენილი ცალ–ცალკე (სამუშაოების/საქონლის ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით და მოიცავდეს მოწოდება/ტრანსპორტირების ღირებულებასაც);
  • სამუშაოების შესრულების გეგმა/გრაფიკი;
  • საქონლის მოწოდების ვადა;
  • სამუშაოების/საქონლის ღირებულების გადახდის პირობა (თითოეული ლოტისათვის ცალ–ცალკე);
  • საგარანტიო პირობები;
  • გამოყენებული მასალის დეტალური აღწერილობა (მათ შორის მასალის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები), წარმოშობის ქვეყანა;
  • ინფორმაცია ვინილის მოვლის შესახებ (მწარმოებლის რეკომენდაციებზე დაყრდნობით) - 100 კვ.მ-ზე გაანგარიშებით 5 წლის განმავლობაში რა სახის საწმენდი და სხვა საშუალებები ესაჭიროება, რა ინტენსივობით, რა რაოდენობით და რა ღირებულებით.

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების/საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით სამუშაოების/საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: 

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
  • საბანკო რეკვიზიტები; 
  • სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვა; ხარჯთაღრიცხვა აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, ელექტრონული სახითაც „ექსელის“ ფორმატში;
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №1 სახით;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ ანალოგიური სამუშაოების შესრულების სია და მათგან ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილი უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

თუ სამუშაოთა შესრულება/საქონლის მოწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება: 

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ; 
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"; 

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კოეფიციენტებით:

  • ხარისხი - 0.50;
  • ფასი - 0.45;
  • სამუშაოების შესრულების ვადა/საქონლის მოწოდების ვადა - 0.1;
  • ანგარიშსწორების პირობა- 0.05;

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.
  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობით (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 1 თვით).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტედენტებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ ელექტრონულად შემდეგ ვებ გვერდზე: http://etenders.ge/view/44612/%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1 2015 წლის 10 სექტემბერს 15:00 სთ-მდე.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს ( 1 ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions )

შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო ღირებულება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

გიორგი ფაციაშვილი
„ავერსის კლინიკის“ სამეურნეო სამსახურის უფროსი
ტელ: 577 274744
ელ.ფოსტა: giorgi.patsiashvili@aversi.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ