ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7073 - ტენდერი APC-ის UPS-ების წლიურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს APC-ის UPS-ების წლიურ მომსახურებაზე.

ცხრილში მითითებული APC UPS-ების წლიური მომსახურება შემდეგი პირობებით:

Item Description Qty
Symmetra PX2 160kVA / 160kW (96 kW) - SYCF160KH 2
  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1; 
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: წლის განმავლობაში
  • სერთიფიკატი - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს APC_ის მიერ გაცემული სერთიფიკატი ინჟინერზე/ინჟინრებზე, რომლებიც  ერთი წლის განმავლობაში გაუწევენ ბანკს მომსახურებას
  • სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდისთვის საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

მიმწოდებელი ვალდებულია:

  • განახორციელოს ობიექტებზე არსებული უწყვეტი კვების წყაროების გეგმიური შემოწმება წელიწადში ორჯერ მაინც.
  • დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაუწიოს ბანკს სრულყოფილი სატელეფონო კონსულტაცია. 
  • საეჭვო ან/და ავარიული სიტუაციების არსებობისას უზრუნველყოს ობიექტზე მისი სპეციალისტების მისვლა და აღმოჩენილი პრობლემის აღმოფხვრა შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
    - სპეციალისტების გამოცხადება ობიექტზე უნდა განხორციელდეს ბანკიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 საათში
    - სპეციალისტების მიერ პრობლემის დიაგნოსტიკა  უნდა განხორციელდეს ობიექტზე მისვლიდან არაუგვიანეს 1 საათში. 
    - სპეციალისტების მიერ პრობლემის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს დიაგნოსტიკიდან არაუგვიანეს 5 საათში.
    - რეაგირებისათვის განკუთვნილი დროის მაქსიმალური გადაცილება განისაზღვროს 10%-ით.
  • თითოეულ საეჭვო ან/და ავარიულ სიტუაციასთან დაკავშირებით მიმწოდებელი უზრუნველყოფს ბანკისათვის შესაბამისი რაპორტის მიწოდებას, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი არსებული დაზიანების აღმოფხვრის გზები და მეთოდები და რეკომენდაციები სამომავლოდ მსგავსი ავარიული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. რაპორტის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შემოწმების ჩატარების/პრობლემის აღმოფხვრის განხორციელებიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 7 ივლისი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ბიჯი: 200 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ვახტანგ დანელიას
მობ: +995 599 31 65 95
ელ. ფოსტა: vdanelia@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    3 ივლისი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 200.00 ‎₾