ჩაბარების ვადა:
20 ივლისი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT7075 - ტენდერი ხის სადგამების (ე.წ. პალეტები) შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
გაცნობებთ, რომ აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს ტენდერს ხის სადგამების (ე.წ. პალეტები) შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირს.
- ხის სადგამის (პალეტის) ტექნიკური მონაცემები/ზომები იხ. მიმაგრებულ ფაილში.
- ყოველთვიური შესაძენი ჯამური რაოდენობა შეადგენს 5000-დან 10000 -მდე სადგამს.
- ანაზღაურება მოხდება მოწოდებიდან 5 სამუშაო დღეში.
კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:
- რეკვიზიტები;
- ფასი (ბორჯომში ტრანსპორტირების გათვალისწინებით; ფასი უნდა მიეთითოს ლარში და აღინიშნოს დღგ შედის თუ არა);
- გამოყენებული ხის მასალა;
- რა რაოდენობის სადგამის მოწოდებაა შეუძლია ყოველ თვე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები 2020 წლის 20 ივლისის ჩათვლით, თბილისის დროით 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: GE_IDSBorjomiTenders@ids-borjomi.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში კონკურსანტს შეუძლია დაუკავშირდეს კ. მგელაძეს: Koka Mgeladze kmgeladze@ids-borjomi.com
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები