ჩაბარების ვადა:

16 ივლისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7084 - მუნიციპალიტეტებში და საჯარო რეესტრში მოქალაქეთა უკუკავშირისა და ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმების შესწავლა

  • გამომცხადებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 ივლისი 2020 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ შინაარსობრივ შემოთავაზებაში არ მიუთითოთ ბიუჯეტი.

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 16.07.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2- ში - შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ქართულ და ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: მუნიციპალიტეტებში და საჯარო რეესტრში მოქალაქეთა უკუკავშირისა და ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმების შესწავლა
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე. 

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 19.2204.6-004.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83358128


გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

მომსახურებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი შეადგენს 23.000 ევროს.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 20.07.2020 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

1) ორგანიზაციის გუნდის საკონკურსო განაცხადის თანახმად, ორგანიზაციის გუნდს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და საჯარო მმართველობის სფეროში მსგავსი პროექტების განხორციელების კუთხით. გამომდინარე იქედან, რომ ორგანიზაციის გუნდისა და საკონკურსო განაცხადის (პროექტის) გუნდის წევრების გამოცდილება განსხვავებულია, მაინტერესებს ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და საჯარო მმართველობის სფეროში 5 წლიანი გამოცდილების კრიტერიუმი რამდენად ვრცელდება საკონკურსო განაცხადის (პროექტის) გუნდზეც. 2) წარმოდგენილი ექსპერტებს საკონკურსო განაცხადებიდან იკითხება, რომ წარმოდგენილი ექსპერტებს უნდა გააჩნდეთ სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და საჯარო მმართველობის სფეროში მსგავსი კვლევების განხორციელების, სტრატეგიული გეგმებისა და ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლის კუთხით. აღნიშნულთან მიმართებით მაინტერესებს, 5 წლიანი გამოცდილება კრიტერიუმი შესაძლებელია განხილულ იქნას ჯამურად (მაგ. 2 წელი კვლევითი საქმიანობა, 3 წელი სასამართლოს მიმართებით გამოცხილება) თუ თვითოეული კომპონენტთან მიმართებით ცალცალკე? ამასთან, საკონკურსო პროგრამა რამდენად ითვალისწინებს შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, პროექტის გუნდის დაკომპლექტებას სხვადასხვა გამოცდილების მქონე ექსპერტებისაგან (მაგ. Senior expert, Junior expert) და აღნიშნულ შემთხვევაში 5 წლიანი გამოცდილების მოთხოვნა რამდენად თანაბრად ვრცელდება ორივე კატეგორიის ექსპერტზე? 3) მუნიციპალიტეტების შერჩევა საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტს მუნიციპალიტეტების შერჩევის მიზნით კრიტერიუმების შემუშავება და კრიტერიუმების საფუძველზე საკვლევი მუნიციპალიტეტების შერჩევა წარმოადგენს. აღნიშნული აქტივობა „კრიტერიუმების შემუშავება და კრიტერიუმების საფუძველზე საკვლევი მუნიციპალიტეტების შერჩევა“ უნდა განხორციელდეს პროექტის იმპლემენტაციის პირველ ეტაპზე თუ აპლიკაციის ეტაპზე. 4) მუნიციპალიტეტის სერვისები საკონკურსო განაცხადის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მუნიციპალიტეტებში სამშენებლო, ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების და ქონების რეგისტრაციის და სოციალური მომსახურების საკითხებს. აღნიშნულთან მიმართებით, მაინტერესებს „განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს“ თავის თავში მოიაზრებს მუნიციპალიტეტის სხვა სერვისებსაც თუ მხოლოდ აღნიშნულ სერვისებზე ვაკეთებ ფოკუსირებას? 5) მუნიციპალიტეტის სერვისები საკონკურსო წინადადება ითვალისწინებს კვლევის ფარგლებში საერთო სასამართლოების პრაქტიკის შესწავლას შერჩეული მუნიციპალიტეტების სამშენებლო და ეკონომიკური საქმიანობის, ქონების რეგისტრაციისა და სოციალური მომსახურების საკითხებზე და მათი აღსრულება მუნიციპალიტეტების მიერ. აღნიშნულთან მიმართებით, მაინტერესებს, სამშენებლო და ეკონომიკური საქმიანობის; ქონების რეგისტრაციისა და სოციალური მომსახურების საკითხებთან მიმართებით შესწავლილი უნდა იქნას თითოეულ საკითხის შიგნით არსებული ყველა სერვისი თუ მხოლოდ ყველაზე აქტუალური რამოდენიმე სერვისი? (მაგ. სოციალურ სერვისებთან მიმართებით საუბარია რამოდენიმე აქტუალურ სერვისზე თუ უკლებლივ ყველა სერვისებზე) ამასთან, მაინტერესებს რამდენიმე შესაძლებელია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თითოეული საკითხის შიგნით შერჩეულ იქნას სხვადასხვა სერვისები მუნიციპალიტეტის სპეციფიკისა და ადგილზე სერვისის აქტუალობის მიხედვით და არა იდენტური? 6) სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლა საკონკურსო განაცხადის თანახმად, კვლევის თითო თემატიკაზე შესწავლილ უნდა იქნეს სულ მცირე 20 სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნულთან დაკავშირებით მაინტერესებს, როგორც „სოციალური სერვისები“ მიეკუთვნება ერთ თემატიკას, „სამშენებლო, ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების და ქონების რეგისტრაციის სერვისები“ შესაძლოა განხილულ იქნას როგორც ერთი თემატიკად თუ იგი მოაზრებულია 3 სხვადასხვა თემატიკად? შესაბამისად, პროექტის ფარგლებში შესწავლილი უნდა იქნად 40 სასამართლო გადაწყვეტილება თუ 80.

GIZ
GIZ

1) ორგანიზაციის გუნდის საკონკურსო განაცხადის თანახმად, ორგანიზაციის გუნდს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და საჯარო მმართველობის სფეროში მსგავსი პროექტების განხორციელების კუთხით. გამომდინარე იქედან, რომ ორგანიზაციის გუნდისა და საკონკურსო განაცხადის (პროექტის) გუნდის წევრების გამოცდილება განსხვავებულია, მაინტერესებს ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და საჯარო მმართველობის სფეროში 5 წლიანი გამოცდილების კრიტერიუმი რამდენად ვრცელდება საკონკურსო განაცხადის (პროექტის) გუნდზეც. ქართული ბაზრის სიმცირისა და არსებული საკონსულტაციო კომპანიების სპეციფიკის გათვალისწინებით, ხშირად ორგანიზაციების კონკრეტული პროექტისთვის ქირაობენ გარე ექსპერტებს. შესაბამისად აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციას წარმოდგენილი ყავდეს კვალიფიციური გუნდი, რომელსაც მსგავსი პროექტების განხორციელების სულ მცირე 5 წლიანია გამოცდილება ექნება. 2) წარმოდგენილი ექსპერტებს საკონკურსო განაცხადებიდან იკითხება, რომ წარმოდგენილი ექსპერტებს უნდა გააჩნდეთ სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და საჯარო მმართველობის სფეროში მსგავსი კვლევების განხორციელების, სტრატეგიული გეგმებისა და ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლის კუთხით. აღნიშნულთან მიმართებით მაინტერესებს, 5 წლიანი გამოცდილება კრიტერიუმი შესაძლებელია განხილულ იქნას ჯამურად (მაგ. 2 წელი კვლევითი საქმიანობა, 3 წელი სასამართლოს მიმართებით გამოცხილება) თუ თვითოეული კომპონენტთან მიმართებით ცალცალკე? ამასთან, საკონკურსო პროგრამა რამდენად ითვალისწინებს შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, პროექტის გუნდის დაკომპლექტებას სხვადასხვა გამოცდილების მქონე ექსპერტებისაგან (მაგ. Senior expert, Junior expert) და აღნიშნულ შემთხვევაში 5 წლიანი გამოცდილების მოთხოვნა რამდენად თანაბრად ვრცელდება ორივე კატეგორიის ექსპერტზე? დიახ, გამოცდილება შეიძლება შეფასებულ იქნეს ერთობლივად, სხვადასხვა გამოცდილების დაჯამებით. რაც შეეხება უფროსი და უმცროსი ექსპერტებით გუნდის დაკომპლექტების შესაძლებლობა. დიახ, შესაძლებელია. უმცროსი ექსპერტის შემთხვევაში 5 წლიანი გამოცდილება სასურველია. თუმცა მისი გამოცდილების შეფასება დამოკიდებული იქნება პროექტის გუნდში კონკრეტულად რა ამოცანების შესრულება ექნება დაკისრებული. 3) მუნიციპალიტეტების შერჩევა საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტს მუნიციპალიტეტების შერჩევის მიზნით კრიტერიუმების შემუშავება და კრიტერიუმების საფუძველზე საკვლევი მუნიციპალიტეტების შერჩევა წარმოადგენს. აღნიშნული აქტივობა „კრიტერიუმების შემუშავება და კრიტერიუმების საფუძველზე საკვლევი მუნიციპალიტეტების შერჩევა“ უნდა განხორციელდეს პროექტის იმპლემენტაციის პირველ ეტაპზე თუ აპლიკაციის ეტაპზე. მუნიციპალიტეტების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა და მასზე დაყრდნობით შერჩევა უნდა განხორციელდეს პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე. 4) მუნიციპალიტეტის სერვისები საკონკურსო განაცხადის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მუნიციპალიტეტებში სამშენებლო, ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების და ქონების რეგისტრაციის და სოციალური მომსახურების საკითხებს. აღნიშნულთან მიმართებით, მაინტერესებს „განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს“ თავის თავში მოიაზრებს მუნიციპალიტეტის სხვა სერვისებსაც თუ მხოლოდ აღნიშნულ სერვისებზე ვაკეთებ ფოკუსირებას? პროექტის ფარგლებში შესწავლის საგანს წარმოადგენს ეს სამი ძირითადი მიმართულება, თუმცა პროექტის განხორციელებისას პროექტის გუნდმა ზოგადი აღწერა (ჩამონათვალის სახით) უნდა განახორციელოს მუნიციპალიტეტებში სხვა სერვისებზე, რომელზეც მოქმედებს საჩივრის მექანიზმი. 5) მუნიციპალიტეტის სერვისები საკონკურსო წინადადება ითვალისწინებს კვლევის ფარგლებში საერთო სასამართლოების პრაქტიკის შესწავლას შერჩეული მუნიციპალიტეტების სამშენებლო და ეკონომიკური საქმიანობის, ქონების რეგისტრაციისა და სოციალური მომსახურების საკითხებზე და მათი აღსრულება მუნიციპალიტეტების მიერ. აღნიშნულთან მიმართებით, მაინტერესებს, სამშენებლო და ეკონომიკური საქმიანობის; ქონების რეგისტრაციისა და სოციალური მომსახურების საკითხებთან მიმართებით შესწავლილი უნდა იქნას თითოეულ საკითხის შიგნით არსებული ყველა სერვისი თუ მხოლოდ ყველაზე აქტუალური რამოდენიმე სერვისი? (მაგ. სოციალურ სერვისებთან მიმართებით საუბარია რამოდენიმე აქტუალურ სერვისზე თუ უკლებლივ ყველა სერვისებზე) ამასთან, მაინტერესებს რამდენიმე შესაძლებელია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თითოეული საკითხის შიგნით შერჩეულ იქნას სხვადასხვა სერვისები მუნიციპალიტეტის სპეციფიკისა და ადგილზე სერვისის აქტუალობის მიხედვით და არა იდენტური? დიახ, ყველაზე აქტუალური და პრობლემური სერვისები. კერძოდ ის სერვისები, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტების მიერ არასრულყოფილად და საერთოდ ვერ ხორციელდება, სხვადასხვა მიზეზის გამო. დიახ შესაძლებელი იქნება, რომ მუნიციპალიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებთ შესწავლილ იქნებ სხვადასხვა სერვისი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული სერვისები რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყოს შესწავლილი, რომ შესაძლებელი იყოს მიგნებების განზოგადება და საჭიროებების სრულად გამოვლენა. 6) სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლა საკონკურსო განაცხადის თანახმად, კვლევის თითო თემატიკაზე შესწავლილ უნდა იქნეს სულ მცირე 20 სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნულთან დაკავშირებით მაინტერესებს, როგორც „სოციალური სერვისები“ მიეკუთვნება ერთ თემატიკას, „სამშენებლო, ეკონომიკური საქმიანობის ნებართვების და ქონების რეგისტრაციის სერვისები“ შესაძლოა განხილულ იქნას როგორც ერთი თემატიკად თუ იგი მოაზრებულია 3 სხვადასხვა თემატიკად? შესაბამისად, პროექტის ფარგლებში შესწავლილი უნდა იქნად 40 სასამართლო გადაწყვეტილება თუ 80. პროექტის ფარგლებში შესწავლილ უნდა იქნეს 40 სასამართლო გადაწყვეტილება.