ჩაბარების ვადა:

18 სექტემბერი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T712 - ტენდერი სამედიცინო პროგრამის PACS (Picture Archiving and Communication System) სისტემის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს „ავერსის კლინიკა“ და აცხადებს ტენდერს სამედიცინო პროგრამის  PACS (Picture Archiving and Communication System) სისტემის შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ამასთან, პროექტზე პასუხისმგებელი საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ, კომპანიის დაარსების წელი, მისი საქმიანობის სფერო, კომპანიის ძლიერი მხარეები, ინფორმაცია თანამშრომელთა გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე და სხვა;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების (PACS დანერგვის მაგალითები) შესახებ (დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების ადგილი);
  • შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
  • სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:
    1. პროექტის ღირებულებას;
    2. პროგრამული მოდულების ლიცენზირების მეთოდოლოგიას.
    3. პროექტის განსახორციელებლად საჭირო სერვერული აპარატურის სპეციფიკაციას;
    4.  პროექტის განსახორციელებლად საჭირო სერვერული აპარატურის ღირებულებას(თუ შესაძლებელია).
    5. პროექტის შესრულების სავარაუდო ვადებს.
    6. საგარანტიო პირობებს.
    7. სერვისული მომსახურების ღირებულებასა და პირობებს.
    8. PACS სისტემაზე მომუშავე პერსონალის სწავლებას.
    9. შემსყიდველის თანამშრომელთა ტრენინგის ღირებულებას.
  • შევსებული აფიდავიტი დანართის #3 სახით;

სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება: 

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ; 
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"; 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანია რეგისტრირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, კომპანია  ვალდებულია განცხადებაში მოცემული დოკუმენტაციის  ნაცვლად  წარმოადგინოს ამ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში არსებული, მისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული  დოკუმენტაცია.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერზე პრეტენდენტის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

  • ხარისხი - წარმოდგენილი პროექტის დანართში #1 მოცემულ მოთხოვნებთან შესაბამისობა - 0.35
  • პროექტის ღირებულება - 0.35
  • საგარანტიო/სერვისული მომსახურების პირობები - 0.2
  • გადახდის პირობები - 0.1

წინამდებარე სატენდერო განცხადებას თან ერთვის:

დანართი #1, #2 - PACS სისტემის ზოგადი მახასიათებლები;
დანართი #3 - აფიდავიტი;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტედენტებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ ელექტრონულად eTenders.ge-ს საშუალებით 2015 წლის 18 სექტემბერს 15:00 სთ-მდე.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით"

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება/დაზუსტებისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:

გურამ ნაჭყებია
ტელ: 577 274757
ელ.ფოსტა: guram.nachkebia@aversi.ge
(პროგრამულ საკითხებთან დაკავშრებით)

მარიამ გამხიტაშვილი
ტელ: 558 101330
ელ. ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge
(სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით) 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ