ჩაბარების ვადა:

9 სექტემბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T713 - ტენდერი ბეჭდების, შტამპების, სათადარიგო ბალიშების, დამთარიღებლების, პლომბირატორის და სხვა ხელსაწყოების შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბეჭდების, შტამპების, სათადარიგო ბალიშების, დამთარიღებლების, პლომბირატორის და სხვა ხელსაწყოების შესყიდვაზე/მომსახურებაზე.

საქონლის სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
  • მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დაკომპლექტებული საქონლის მოწოდება ბანკის მიერ მითითებულ მისამართებზე.
  • მომწოდებლებმა დეტალურ შემოთავაზებაში აუცილებლად უნდა მიუთითონ ბეჭდების და შტამპების ფასები შესაბამისი ზომების ჭრილში;
  • მომწოდებლებმა შემოთავაზებაში დამატებით უნდა მიუთითონ ყველა ტიპის და ზომის ბეჭედი და შტამპი, ასევე დამთარიღებლები და სათადარიგო ბალიშები შესაბამისი ფასებით, რასაც ამზადებენ. ასევე უნდა მიეთითოს
  • შემოთავაზება აუცილებელია გადმოიგზავნოს ექსელის ფაილში შემდეგ მეილზე: k.beroshvili@bog.ge , ხოლო საიტზე უნდა აიტვირთოს PDF-ის ვერსია.
დამატებითი ინფორმაცია:
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 1 სექტემბრიდან – 2015 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთეულის ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“.
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 9 სექტემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=440&lang=geo