ჩაბარების ვადა:

24 ივლისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7223 - ტენდერი სასმელი წყლის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკის“ აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ  2(ორი)  წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის შესაბამისად;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • განსაზღვრული საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს 1 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული ფოსტით მოთხოვნის შესაბამისად. მიწოდების ადგილი, მისამართები და დისპენსერების რაოდენობა იხილეთ დანართი #2-ში;

შენიშვნა:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

ტექნიკური პირობები:

  • მომწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაამონტაჟოს და დროებით   სარგებლობაში (უფასოდ) გადასცეს შემსყიდველს საჭირო რაოდენობის წყლის ჩამოსასხმელი აპარატი (დისპენსერი), რომელსაც უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი მოწოდების ფუნქცია (ცივი და ცხელი) და რომელიც თავსებადი უნდა იყოს შემოთავაზებული სასმელი წყლის ბალონებთან;
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ დამონტაჟებული აპარატის (დისპენსერების) გამართული მუშაობა;
  • შესყიდვის ობიექტის რაოდენობა არის სავარაუდო (შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება უზრუნველყოს რაოდენობის სრულად ათვისება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში);
  • წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს სასმელი წყლისათვის განსაზღვრულ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ნორმებს, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული წყლის ხარისხის/შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ლაბორატორიული დასკვნა;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესაბამისად, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან  10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, თანდართული ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით.ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს “ლიბერთი ბანკში“;

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 24 ივლისი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162;
  • სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი: სასმელი წყლის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვა);
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება ასევე  გადმოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tendercommittee@lb.ge;
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე 595 901 200; ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 41100000 ბუნებრივი წყალი