30 ივლისი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7238 - ტენდერი სამეურნეო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სამეურნეო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე.
- სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური მომსახურების ხელშეკრულება.
- სამეურნეო საქონლის ჩამონათვალი, აღწერილობა და ფილიალების ჩამონათვალი მოცემულია თანდართულ ფაილად (დანართი #1).
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ფასთა ცხრილი(იხ. თადართული ფაილი) დამოწმებული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება: „ტენდერი სამეურნეო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე“
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ივლისი (18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ბექა გოგორიშვილს,
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 3233). მობ: 595 14 99 22
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: beka.gogorishvili@terabank.ge
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს,
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ:595 60 01 04
ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია