ჩაბარების ვადა:

15 სექტემბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T724 - ტენდერი ბაბიტი B-83 -ის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ‘ბაბიტი B-83’-ის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • ბაბიტი B-83. შემოთავაზება განსხვავებული სპეციფიკაციის ბაბიტზე არ მიიღება;
  • რაოდენობა-350 კგ. (შემოთავაზებები მიიღება ასევე დაბალ რაოდენობებზეც).

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს: 

  • ინფორმაცია ბაბიტის მახასიათებლების შესახებ (სასურველია ნიმუშის წარმოდგენა);
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ.
  • პროდუქციის ღირებულება, ხარისხი (სერთიფიკატები) და მიწოდების ვადები.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 15 სექტემბერს 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი--40%; ხარისხი--30%; შესრულების ვადა--20%; გადახდის პირობა--10%;

შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 16 სექტემბერს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ან/და 591 93 10 10. საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ