ჩაბარების ვადა:

31 ივლისი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7262 - ტენდერი ავტოგაზგასამართი სადგურების ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო წერტილების დამატების მიზნით სკრინინგის ანგარიშის მომზადება

  • გამომცხადებელი: ნეოგაზი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • ფასის კლების ბიჯი: 300.00 ‎₾
  • მონაწილეობის დაწყება: 29 ივლისი 2020 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2020 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ავტოგაზგასამართი სადგურების ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო წერტილების დამატების მიზნით სკრინინგის ანგარიშის მომზადება.

მომსახურების აღწერა:

  • შპს „ნეოგაზი“-ს მფლობელობაში არსებული 15 ერთეული ავტოგაზგასამართი სადგურის, ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო წერტილების დამატების მიზნით სკრინინგის ანგარიშის მომზადება, გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად. 

თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • 1. სადგურების მისამართები და საკადასტრო კოდები;
  • 2. სადგურებზე დასამონტაჟებელი გასამართი სვეტების და ავზების საორიენტაციო რაოდენობა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია მომსახურების მიწოდების ვადების შესახებ;
  • კომპანიების ჩამონათვალი სადაც ჩატარებულია ანალოგიური სამუშაო.
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 31 ივლისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 300 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
მობ: 591 93 10 10
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

ესმა ჩაჩნიძე
საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14

ტენდერის კატეგორია:

  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
შეკითხვები
მიმწოდებელი 2

გაცნობებთ, რომ ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის მომზადება, როგორც ცალკე დოკუმენტის, ამ ეტაპზე კომპანიას არ ესაჭიროება. თუმცა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, გარემოს დაბინძურების სახეობებისა და მასშტაბების სრულყოფილად შეფასების მიზნით, კომპანია მიიჩნევს, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა სახეობებისა და რაოდენობების შესახებ ინფორმაცია სკრინინგის ანგარიშში აუცილებლად უნდა იყოს ასახული.

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, NT7262 ტენდერთან დაკავშირებით გვაინტერესებს სატენდერო განაცხადის ფასში ასახული უნდა იყოს თუ არა ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის მომზადების საფასური? პატივისცემით, რევაზ ენუქიძე