ჩაბარების ვადა:
31 ივლისი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT7281 - ფილიალების და სერვის ცენტრების სარეკლამო აბრების სარეაბილიტაციო მომსახურების შესყიდვა
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკის“ აცხადებს ტენდერს ფილიალების და სერვის ცენტრების სარეკლამო აბრების სარეაბილიტაციო მომსახურების შესყიდვაზე ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- სარეკლამო აბრების სარეაბილიტაციო მომსახურება უნდა განხორციელდეს ბანკის სერვის ცენტრებსა და ფილიალებში თანდართული ფაილის, დანართი #1-ის შესაბამისად;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- საქრთველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ მხოლოდ ლარით საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესაბამისად. მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადით, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
- გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია გააქტიურებული ჰქონდეს საბანკო ანგარიში სს “ლიბერთი ბანკში“;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 31 ივლისი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162;
- სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალების და სერვის ცენტრების სარეკლამო აბრების სარეაბილიტაციო მომსახურების შესყიდვაზე);
- პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადება ასევე გადააგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tendercommittee@lb.ge;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200; ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია რუსუდან ქლიბაძე მობ:595 007 031; ელ-ფოსტა: Rusudan.Klibadze@lb.ge;
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები