ჩაბარების ვადა:

27 მაისი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T73 - ტენდერი სადაზღვევო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "ფინკა ბანკი საქართველო" აცხადებს ტენდერს:

- ორგანიზაციის ქონების დაზღვევაზე (თბილისსა და რეგიონებში)
- ორგანიზაციისა და თანამშრომლების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაზე (თბილისსა და რეგიონებში)

  • ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით
  • დასაზღვევი სატრანსპორტო საშუალებების (მსუბუქი ავტომანქანა) სავარაუდო რაოდენობა: 50-60 ერთეული
  • დასაზღვევი ქონების (ორგანიზაციის ქონება: ავეჯი და კომპიუტერული ტექნიკა) სავარაუდო ღირებულებაა მილიონ რვაასიათასი ლარი, რაც ეტაპობრივად გაიზრდება
  • ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობები მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებში

აუცილებელი პირობა:

სადაზღვევო რისკები, კერძოდ: გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, წყალდიდობა, აფეთქება, მიწისძვრა, სეტყვა, მეხის დაცემა, ნიადაგის ჩამოშლა, მეწყერი, თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო ტრანსპორტის და მათი ნაწილების ჩამოვარდნა, უხვთოვლიანობა, წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა. დაზღვევის საგნის გატაცება, მათ შორის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და მათი მცდელობა, მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი, სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი.

ავტოდაზღვევის შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • სრულად შევსებული თანდართული დოკუმენტი თქვენ მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე
  • ხარჯების ანაზღაურების პირობები (როგორც სრული, ასევე, არასრული კასკოს შემთხვევაში), საჭირო დოკუმენტები და პროცედურა
  • გამონაკლისების დეტალური სია - რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას
  • სადაზღვევო ანგარიშსწორების პირობები
  • სადაზღვევო პრემია
  • ფრანშიზა
  • განაცხადითა და პოლისით განსაზღვრული უფლებამოსილი მძღოლი
  • ავტოტრანსპორტის სრული დაზიანება (განადგურება)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სრული დოკუმენტაცია კომპანიის შესახებ


ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარებში.

უპირატესობა მიენიჭება სრული მომსახურების შემომთავაზებელ კომპანიას, მაგრამ სს "ფინკა ბანკი საქართველო" განიხილავს შემოთავაზებას ტენდერის თითოეულ პუნქტზე.

მონაწილეობის მიღება:

გთხოვთ, ტენდერის მასალა მოგვაწოდოთ დახურული კონვერტებით მისამართზე:

თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-3 სართული, ოფისი 12

ტენდერში მონაწილეობის მიღების დასტური გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.ფოსტით: lmujirishvili@finca.ge | tjanigashvili@finca.ge

შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა 27 მაისი, 2014 წ. (18:00 სთ-მდე).

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ