ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T732 - ტენდერი ტექნიკური მომსახურების გაწევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 17 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია და მას მიკროდაფინანსების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 55 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: ტექნიკური მომსახურების გაწევა (თბილისსა და რეგიონებში).

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა გააკეთონ შემოთავაზება შემდეგ მომსახურებებზე

  • სანტექნიკური სამუშაოები
  • ელექტროობა
  • საკანალიზაციო სამუშაოები
  • კარ-ფანჯრების რეგულირება
  • საკეტების შეკეთება/მონტაჟი
  • ავეჯის შეკეთება
  • კონდენციონერების შეკეთება/მონტაჟი/გაწმენდა/ ფრეონის შეცვლა/დამატება
  • ვინტილაციის / გათბობა-გაგრილების სისტემების შეკეთება/მონტაჟი
  • გენერატორის ზეთის შეცვლა
  • მინის კარის შეკეთება/მონტაჟი
  • სარემონტო სამუშაოები (გალესვა, შეღებვა, კაფელ/მელტახის გაკვრა, იატაკის დაგება, თაბაშირ-მუყაო და სხვა)
  • სხვა სახის ტექნიკური სამუშაოები

კომპანიებმა მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებაში უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობა:  

  • კომპანია აიღებს ვალდებულებას ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე და მისი რეკომენდაციით ან მისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე
  • მომსახურებისათვის საჭირო სპეციალისტების რაოდენობის და მათი მუშაობის გრაფიკის განსაზღვრა (მუშაობის გრაფიკი შესაძლებელია წინასწარ შედგეს ურთიერთმოლაპარაკების გზით)
  • პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ინვოისსა და სასაქონლო ზედნადებებს შორის

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მომსახურების შესრულების ვადები
  • ინვოისისა და პროდუქციის მოწოდების ვადები;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • საჭირო დოკუმენტაცია და პროცედურა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სრული დოკუმენტაცია კომპანიის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე:
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართული, ოფისი 12 – სს „ფინკა ბანკი საქართველო“, სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: lmujirishvili@finca.ge და tzviadadze@finca.ge.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ