ჩაბარების ვადა:

12 აგვისტო 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7323 - ტენდერი ტყვიის ლუქების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ტყვიის ლუქების შესყიდვაზე:

დასახელება სავარაუდო შესასყიდი რაოდენობა (თვეში / წელიწადში)**  1 კგ-ს ფასი ჯამური ფასი (7’200 კგ)
ტყვიის ლუქი მცირე ზომის (10 მმ -11 მმ)* 600 / 7’200 კგ - ლარი - ლარი

*იხილეთ ფოტო ქვემოთ
*რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
  • ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება ჯამურ შესასყიდ რაოდენობაზე, ბიჯის ოდენობა 700 ლარი;
  • პრეტენდენტს შეუძლია საქონლის ნიმუში იხილოს ბანკის ცენტრალურ საწყობში: ურეკის ქ.N2

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • საქონლის შესყიდვა მოხდება პერიოდულად, თვეში ერთხელ.
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში;
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ცხრილით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში. ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 12 აგვისტო, 17:00სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 700 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტაKo.Metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 აგვისტო 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 700.00 ‎₾