ჩაბარების ვადა:

21 აგვისტო 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7326 - ფასთა გამოკითხვა ცვეთამედეგი ქრომირებული თუჯის ჯართის (ИЧХ28Н2) გაყიდვაზე 

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

Rich Metals Group ფასთა გამოკითხვას ცვეთამედეგი ქრომირებული თუჯის ჯართის (ИЧХ28Н2) გაყიდვაზე.

  • გასაყიდი პროდუქციის საორიენტაციო მოცულობა: 60 ტ.
  • კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის შესყიდვას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება 

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული ან რუსული
  • შემოთავაზებული ფასი
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული. 

ვინაიდან ნარჩენების მართვის კოდექსის 26 მუხლის („ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია“) „ა)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნარჩენების (სახიფათო და არასახიფათო) შეგროვება/ტრანსპორტირება ექვემდებარება რეგისტრაციას . პროცედურაში მონაწილე პირს გავლილი უნდა ქონდეს შესაბამისი რეგისტრაცია ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში და დანართების სახით საქმიანობის რეგისტრაციაში ატვირტული ჰქონდეს შესაბამისი დოკუმენტაცია , მისამართზე WWW.WASTE.MOE.GOV.GE

  • მდებარეობა - ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი. კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორია;
  • მიწოდების პირობა - FCA კაზრეთი
  • პროდუქციის ადგილზე სანახავად, დაინტერესებულმა მონაწილემ, ვიზიტამდე 1 დღით ადრე უნდა გვაცნობოს ზუსტი დრო და ვიზიტორთა რაოდენობა (პირადობის მოწმობის ასლების გამოგზავნით);
  • თითოეულ ლოტზე, ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას თითოეულ პროდუქციაზე ცალ-ცალკე.
  • მყიდველი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით მოახდინოს „გამყიდველის“ საწარმოო ტერიტორიაზე ჯართის დატვირთვა და შემდგომი მისი ტრანსპორტირება;
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა განხორციელდება „ჯართის“ გატანამდე და მხოლოდ „ჯართის“ ღირებულების გადახდის შესაბამისი საბუთის გამყიდველისათვის წარდგენის შემდეგ მოხდება „ჯართის“ გატანა საწარმოო ტერიტორიიდან.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • ფასი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;

კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 21.08.2020

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის. 

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის. 
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (კონვერტის გადაბმის ადგილი დამოწმებული კომპანიის ბეჭდით) 

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის და პროცედურის დასახელება, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი. 

კონვერტი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ მიიღება. 

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
მობ: +995 579 552 051

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები