ჩაბარების ვადა:

12 აგვისტო 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7349 - ტენდერი 2 ერთეული STULZ-ის პრეცისიული კონდიციონერის მოწოდებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს 2 ერთეული STULZ-ის პრეცისიული კონდიციონერის მოწოდებასა და მონტაჟზე. დეტალური კომპლექტაცია და სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში და დანართ N3-ში.

პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი N1; ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში მიღებული ჯამური სატენდერო ფასი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • გადახდა განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში), გადახდის დღეს დაფიქსირებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
  • შემოთავაზებული პროდუქტი უნდა იყოს დანართ N1-ში და დანართ N3-ში მოცემული  პარამეტრების/სპეციფიკაციებისა და ბრენდის.

დანართი N2:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N2;

დანართი N3:

  • დანართ N3-ში მოცემულია Data Sheet რომელიც წარმოადგენს მოთხოვნილ სპეციფიკაციებს. ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ბრენდისა და სპეციფიკაციების კონდინციონერის შემოთავაზება. 

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) კვირის ვადაში; 
  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი - ლილოს დასახლება.
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ევროში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • გარანტია: ნასყიდობის საგანს უნდა ჰქონდეს გარანტია სულ მცირე 1 (ერთი) წლის ვადით;
  • შესრულებული კონტრაქტები: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნული ბრენდის (STULZ) საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის დამადასტურებელი სულ მცირე 2 კონტრაქტის ასლი და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები; 
  • ფინანსური მდგომარეობა: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის ბოლო 2 წლის ფინანსური ინფორმაცია/დოკუმენტაცია (2018 და 2019 წლების საბალანსო უწყისები და მოგება-ზარალის დეკლარაციები);
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში და დანართ N3-ში; შემოთავაზება ზუსტად უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნილ სპეციფიკაციებს;
  • სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები.
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 90 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
  • დამატებით, დანართი N3-ის სახით თანდართულია Data Sheet რაც წარმოადგენს მოთხოვნილი პროდუქტის სპეციფიკაციებს;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ტენდერის ფარგლებში სპეციალური კომისია გამოავლენს უდაბლესი ფასის მქონე ტექნიკურად მისაღებ წინადადებას. ამასთან, ბანკი იტოვებს უფლებას, ტენდერის გახსნის შემდეგაც გააგრძელოს მოლაპარაკებები უდაბლესი ფასის და ტექნიკურად მისაღები წინადადების მქონე 2 კომპანიასთან და მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 12 აგვისტო, 17:00სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 500 ევრო;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ბექა ჭოლაძე
მობ: +995 555 111 299
ელ. ფოსტა: Bcholadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 აგვისტო 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 €