ჩაბარების ვადა:

21 სექტემბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T735 - ტენდერი ბეჭდების, შტამპების და სხვა ხელსაწყოების შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბეჭდების, შტამპების, სათადარიგო ბალიშების, დამთარიღებლების, პლომბირატორის და სხვა ხელსაწყოების შესყიდვაზე/მომსახურებაზე.

საქონლის სრული ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
  • მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დაკომპლექტებული საქონლის მოწოდება ბანკის მიერ მითითებულ მისამართებზე.
  • მომწოდებლებმა დეტალურ შემოთავაზებაში აუცილებლად უნდა მიუთითონ ბეჭდების და შტამპების ფასები შესაბამისი ზომების ჭრილში;
  • მომწოდებლებმა შემოთავაზებაში დამატებით უნდა მიუთითონ ყველა ტიპის და ზომის ბეჭედი და შტამპი, ასევე დამთარიღებლები და სათადარიგო ბალიშები შესაბამისი ფასებით, რასაც ამზადებენ. ასევე უნდა მიეთითოს
  • შემოთავაზება აუცილებელია გადმოიგზავნოს ექსელის ფაილში შემდეგ მეილზე : k.beroshvili@bog.ge, ხოლო საიტზე უნდა აიტვირთოს PDF-ის ვერსია.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 11 სექტემბრიდან- 2015 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთეულების ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში “შეკითხვები შემსყიდველს”.
  • განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 21 სექტემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის  ბეჭდების, შტამპების და სხვა ხელსაწყოების შესყიდვა/მომსახურებაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20447&lang=geo