ჩაბარების ვადა:

25 აგვისტო 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7355 - ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ღვინის ჩამომსხმელი ქარხნის შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და შემდგომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,მეღვინეობა ხარება“ აცხადებს ტენდერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში (საკადასტრო კოდი: 51.02.58.178) ღვინის ჩამომსხმელი ქარხნის შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და შემდგომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

  • საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.  მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს პროექტის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. სამუშაოების დასრულების და საექსპერტო დასკვნების წარმოდგენის ვადა - 6 თვე.
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.
  • ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის ყველა სახის ნებართვისა და ტექნიკური პირობის მიღება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
  • საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების ფასი განისაზღვრება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში;

ანგარიშსწორება იწარმოებს: 

  • საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნის  წარმოდგენის შემდეგ;
  • სამშენებლო სამუშაოების მიწოდებისას ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად,  მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა ფორმა N2 და ფარული სამუშაოების შესრულების აქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც დადასტურებული იქნება სამუშაოთა შემსრულებლისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ჯგუფის წევრების ხელმოწერით;
  • ანგარიშსწორებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას წინასწარი გადახდის მექანიზმი, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 20 %-ის ოდენობით. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარი გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო/სადაზღვევო (გაცემული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან) გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 3 თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

შენიშვნა: საექსპერტო დასკვნების მომზადების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების მიზნით:

  • გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თითოეული შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაუკავდება სამუშაოს ღირებულების 3 %, რომელიც მხარეს დაუბრუნდება ხელშეკრულების დასრულებიდან 1 (ერთი) კალენდარული წლის შემდეგ.

შენიშვნა: გამარჯვებულ პრეტენდენტს უფლება აქვს შემსყიდველს შესთავაზოს ალტერნატივა და წარმოადინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების სრული ფასის 3%-ის ოდენობით. რომლის მოქმედების ვადაც, მინიმუმ, 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოთა მიწოდების საბოლოო ვადას. 

ტექნიკური დავალება:

  • საპროექტო შენობის სასარგებლო ფართი შეადგენს 3760 კვ/მ. სიმაღლე - 7 მ. სახურავის გარეშე. შენობა უნდა აიგოს სენდვიჩ-პანელების კონსტრუქციით. კედლის და შიდა ტიხრების სენდვიჩ-პანელის სისქე 80 მმ, სახურავის - 100 მმ. სენდვიჩ-პანელები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ევროსტანდარტების შესაბამისი. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სენდვიჩ-პანელების მწარმოებელი ქვეყნის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 
  • საძირკველი - წერტილოვანი, არმირებული ბეტონი, ჰიდროიზოლაცია;
  • იატაკი - ბეტონის, გამამკვრივებელი ფხვნილით ზედაპირის მოპრიალებით;
  • შენობის შიდა სივრცე - ერთიანი, საყრდენი სვეტების გარეშე;
  • საწყობი - 1500-1700 კვ.მ;
  • საოფისე ფართი (ანტრესოლი) - რკინის კიბით და შიდა ფანჯრით - 180 კვ/მ; საოფისე ფართის კედლებისა და ტიხრების სენდვიჩ-პანელენის სისქე - 50 მმ.
  • 2 სველი წერტილი, შენობის სხვადასხვა მხარეს, ხელსაბანით, კერამიკული ფილებით მოპირკეთებული იატაკითა და კედლებით;
  • მეტალპლასტმასის ფანჯრები, ისეთი განლაგებით, რომ გამოყენებული იქნას მზის სინათლე და ამავე დროს გათვალისწინებული იქნას კლიმატური პირობები;
  • სექციური კარი - სატვირთო (მაღალი ტვირთამწეობის) ავტომანქანების დატვირთვა-გადმოტვირთვის შესაძლებლობით შენობის ორივე მხარეს, აგრეთვე, შიდა ტიხარში გასასვლელი.

შენიშვნა: ქარხანა უნდა აშენდეს მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 51.02.58.178) მდებარე ანგარის ტიპის შენობების უკან არსებულ ფართზე. პრეტენდენტს შეუძლია ადგილზე დაათვალიეროს საპროექტო ტერიტორია.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განმარტებითი ბარათი;
  • 3D ვიზუალიზაცია, რენდერები;
  • ჭრილები;
  • ფასადები;
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები.
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების საგარანტიიო ვადის შესახებ;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • განახლებული ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც  პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
  • ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

შენიშვნა: ცნობები გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს ტენდერის გამოცხადების დღისა.

მიმწოდებლის შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • არქიტექტურული კონცეფცია, დიზაინი, ვიზუალიზაცია გრაფიკული მასალის სახით,  შესაბამისობაში იქნება ტენდერით მოთხოვნილ პირობებთან;
  • გამოცდილება შესაბამისობაში იქნება ტენდერით მოთხოვნილ პირობებთან;
  • სამშენებლო მასალები და გამოყენებული აგრეგატები იქნება მაღალი ხარისხის, სტანდარტებთან შესაბამისი და წარმოდგენილი იქნება შესაბამისი, ხარისხის დამადასტურებელელი სერტიფიკატები;
  • როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის წარმოდგენილი ფასი შესაბამისობაში იქნება საბაზრო ფასებთან.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: d.bibilashvili@gmail.com არაუგვიანეს 2020 წლის 25 აგვისტოს 18:00 სთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: დათო ბიბილაშვილი
მობ: 577 770 094
ელ. ფოსტა: d.bibilashvili@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები