ჩაბარების ვადა:

18 სექტემბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T736 - ტენდერი ტვირთის გადაზიდვის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სადისტრიბუციო კომპანია შპს „შარმ ტრეიდინგი“ აცხადებს ტენდერს ტვირთის გადაზიდვის მომსახურებაზე.

ზოგადი სატენდერო პირობები:

  • მომსახურების მოცულობა და მიმართულებები, ისევე როგორც სხვა სპეციფიური ინფორმაცია
    იხ. დანართი #1;
  • მანქანის გამოცხადების ვადა მითითებული თარიღიდან +/-2 დღე;
  • დაფიქსირებული ფასები გაზრდა დაუშვებელია 2015 წლის 31 დეკემბრამდე;
  • გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმდება წერილობითი ხელშეკრულება , კერძოდ:
    - გენერალური ხელშეკრულება (ზოგადი არსებითი პირობებით)
    - დამატებითი შეთანხმება ყოველ კონკრეტულ მომსახურებაზე სადაც მითითებული იქნება: სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანის) მონაცემები, მძღოლის მონაცემები, მომსახურების ღირებულება , ტვირთის მიმართულება , ტრასპორტირების ვადები (ჩატვირთვის-გადმოტვირტთვის თარიღი), მარშუტი .
  • ტენდერში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქვეყნების მიხედვით.

სპეციალური პირობები:

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა ნაკისრი პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყონ 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის გარანტიით, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთერთი დოკუმენტის წარდგენით:
    - საბანკო გარანტია (სს „ვითიბი ბანკი“, სს „ბანკი რესპუბლიკა“ სს საქართველოს ბანკი“)
    - პასუხისსმგებლობის დაზღვევის პოლისი (სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“)
    ან
  • სატრასპორტო კომპანიის პასუხისმგებლობა გულისხმობს პასუხისმგებლობას ტვირთზე, ტვირთის აღების (საწყობი ან ქარხანა) ადგილიდან და მომენტიდან, რაც დასტურდება დამატებით შეთანხმებაში მითითებული მძღოლის ხელმოწერით, ტვირთის მიმღების და არა მყიდველის მიერ შესაბამის CMR-ზე ხელმოწერამდე, რაც ადასტურებს ტვირთის მიმღების მიერ მის მიღებას.

წარმოდგენილი შეთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ფასები თითოეული მიმართულების მიხედვით (აშშ დოლარი ან ევრო გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით)
  • გადახდის პირობა
  • ტრანსპორტირების ვადები
  • პასუხისმგებლობის გარანტიის სახე (სატენდერო განცხადების, სპეციალურ პირობებში ჩამოთვლილიდან ერთერთი).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება;
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე; 

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 18 სექტემბერი 2015, (18:00 სთ)

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ: შპს „შარმ ტრეიდინგი“
ნათია ქოროღლიშვილი (იურისტი) 577262777

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ