ჩაბარების ვადა:

17 აგვისტო 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7373 - ტენდერი საოფისე ავეჯის მიწოდებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საოფისე ავეჯის მიწოდებასა და მონტაჟზე.

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი N1; ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში მიღებული ჯამური სატენდერო ფასი.

დანართი N2:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N2;

დანართი N3:

  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N3-ში მოცემულ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
  • ტენდერის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რომელიმე ბრენდი ან მოდელი. შემოთავაზებული პროდუქტი უნდა იყოს თანდართულ ფოტოებზე წარმოდგენილ ნიმუშების მსგავსი ვიზუალურად. ტენდერის ფარგლებში განიხილება როგორც ადგილობრივად დამზადებული, ასევე იმპორტირებული პროდუქცია. 

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან  30 –კალენდარული დღის ვადაში;
  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N75;
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • გარანტია: ავეჯს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი გარანტია, გარდა დანართ N1 და დანართ N3-ის პუნქტი N9-ის - „სკამი (გორგოლაჭიანი) თანამშრომლის“, რომელსაც უნდა ქჰონდეს სულ მცირე 5 წლიანი გარანტია;
  • სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
  • შესრულებული კონტრაქტები: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წელში შესრულებული სულ მცირე 2 მსგავსი კონტრაქტის ასლი და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები;
  • ფინანსური მდგომარეობა: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის ბოლო 2 წლის ფინანსური ინფორმაცია/დოკუმენტაცია (2018 და 2019 წლების საბალანსო უწყისები და მოგება-ზარალის დეკლარაციები);
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის ობიექტის მინიმალური სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N3-ში;
  • სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები;
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 90 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
  • შერჩევის ეტაპზე პრეტენდენტს შესაძლოა მოეთხოვოს ნიმუშების წარმოდგენა და ტენდერში მონაწილემ უნდა შეძლოს მათი წარმოდგენა 7 კალენდარული დღის ვადაში;
  • შეკვეთის მოცულობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს 10%-ის ფარგლებში;
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტენდერში მონაწილეობასთან, მოწოდებასთან და მონტაჟთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების, ნიმუშის წარდგენის, ა.შ. ხარჯებს;
  • დანართ N1-ში მოცემულ ფასების ცხრილიდან პუნქტი N8, პუნქტი N9, პუნქტი N10 და პუნქტი N11-ს შესყიდვა შესაძლოა აღარ გახდეს საჭირო და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდეს ამ პუნქტების გარეშე;
  • ტენდერში მონაწილემ, tenders.ge-ს პორტლზე ვაჭრობის შემთხვევაში დაფიქსირებულ ფასდაკლებას უნდა მოაყოლოს ამ ფასდაკლების კომერციულ წინადადებაზე გავრცელების მეთოდოლოგია, რომელიც უნდა იყოს მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგულისხმება, რომ ფასდაკლება გავრცელდება ყველა პუნქტზე პროპორციულად;
  • შესყიდვის სავარაუდო (საორიენტაციო) ღირებულება შეადგენს 135,000 ლარს (დღგ-ს ჩათვლით); პრეტენდენტებს შეუძლიათ დააფიქსირონ როგორც სავარაუდო ღირებულებაზე მეტი ასევე ნაკლები ჯამური ფასი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკმა შესაძლოა ტენდერის გახსნის შემდეგ მოლაპარაკებები გააგრძელოს უდაბლესი ფასისა და ტექნიკურად მისაღები წინადადების მქონე 2 კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვტეილება ტენდერის ფარგლებში;
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე ნაწილობრივ ან სრულად შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 17 აგვისტო, 15:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 2000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: 599 358 444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 აგვისტო 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 2'000.00 ‎₾