ჩაბარების ვადა:

18 აგვისტო 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T7375 - ფასთა გამოკითხვა ახალციხის ტერიტორიაზე სასაწყობე მეურნეობის ნახევრად ღია ტიპის ფარდულის მოწყობის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომერციული წინადადებების ფასთა გამოკითხვა კ/ს"ახალციხე-500/400/220"-ის ტერიტორიაზე სასაწყობე მეურნეობის ნახევრად ღია ტიპის ფარდულის მოწყობის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე.

შპს ,,ენერგოტრანსი“ ატარებს კომერციული წინადადებების გამოკითხვას ქ/ს"ახალციხე-500/400/220"-ის ტერიტორიაზე სასაწყობე მეურნეობის ნახევრად ღია ტიპის ფარდულის მოწყობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე.

მომსახურების გაწევა განხორციელდება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. 

იმ შემთხვევაში თუ თქვენ/თქვენი კომპანია მზადაა შპს „ენერგოტრანსთან“ თანამშრომლობისათვის   თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი კომერციული წინადადება.

კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს 2020 წლის 18 აგვისტოს 15:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა #2, შპს ,ენერგოტრანსი“ I სართული. კომერციული წინადადება უნდა იყოს ხელმოწერილი (უფლებამოსილი პირის მიერ) და სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი თქვენი რეკვიზიტები (მისამართი და საბანკო რეკვიზიტები). კომერციული წინადადების წარმოდგენა დასაშვებია ელექტრონული ფოსტის გამოყენებით. 

ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში. 

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

საკონტაქტო პირი:
გიორგი ჭიჭინაძე, შესყიდვების სამსახურის უფროსი,
მობ:  +995 577 907707
ელ. ფოსტა: giorgi.chichinadze@energotrans.com.ge

დანართი: ტექნიკური დავალება – 2გვ.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები