ჩაბარების ვადა:

18 აგვისტო 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7385 - ტენდერი Mini Tower-ების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ აცხადებს ტენდერს Mini Tower-ების შესყიდვაზე.

გთხოვთ მოგვწეროთ ქვევით მითითებული ინფორმაცია:

  • სატენდერო წინადადების ფასი უნდა იყოს წარმოდგენილი USD-ში. ერთეულის ფასი უნდა მოიცავდეს როგორც შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თბილისის ფარგლებში, ასევე დ.ღ.გ-ს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სხვა გადასახადს.
  • გთხოვთ ცალკე მიუთითოთ თანხის გადახდის პირობები
  • გარანტიაზე საქართველოში უნდა ემსახურებოდეს სერვის ცენტრი
  • შემოთავაზებული ტექნიკა აუცილებლად უნდა იყოს შემდეგი ბრენდებიდან: DELLEMC, HP, IBM,
    CISCO, LENOVO.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF)

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით: 

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2020 წლის 18 აგვისტოსი
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 
    - ტენდერის გამოცხადება - 11 აგვისტო 2020 წელი
    - სატენდერო წინადადებების მიღება - 18 აგვისტო 2020 წელი
    - გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 21 აგვისტო 2020 წელი
    - ხელშეკრულების გაფორმება - 26 აგვისტო 2020 წელი

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას ზემოთ აღნიშნული კომპანიის მიმართ.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს“ უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება. 

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ. 

წესები და კითხვები 

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.

გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 18 აგვისტო, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: USD;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ანა ვაშაძე
მობ: 595 60 70 70
ელ. ფოსტა: a.vashadze@aldagi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 აგვისტო 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა