ჩაბარების ვადა:
19 აგვისტო 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7387 - ტენდერი ფრინველის შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეთავაზებების მიღების განახლებული ვადაა 2020 წლის 19 აგვისტო, 18:00.
ტენდერის აღწერილობა:
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), სლოვაკურ ორგანიზაცია „Sosna”-სთან თანამშრომლობით აცხადებს ტენდერს ფრინველის შესყიდვაზე პროექტის - “კორონავისურისთ გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის (Slovak Aid) ფინანსური მხარდაჭერით.
სატენდერო წინადადების ტექნიკური დეტალები:
- მინიმუმ 2 თვის ასაკის 3200 ფრთა ქათამი (ქათმის ჯიში - ხარკო ან ჰუბარდი);
- ვეტერინარული ცნობა, დამუშავებული ვაქცინაციის სრული პაკეტით (მარეკი, ვექტორული ვაქცინა, ნიუკასლი (ჭირი));
- 2 თვის სამყოფი კომბინირებული საკვები;
- აკლიმატიზაციის გავლისთვის აუცილებელი ვეტ პრეპარატების ნაკრები;
- ანოტაცია / ჯიშის მახასიათებელი და მოვლა-პატრონობის შესახებ ინფორმაცია წერილობითი ფორმით;
- მინიმუმ 2 თვიანი უფასო კონსულტაცია ფრინველის მოვლა-პარტონობაზე;
- საწყურებელი და საკვებერი 160 ცალი;
- მონიტორინგი გადაცემიდან სულ მცირე 1 თვის განმავლობაში;
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კომპანიებმა / ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
- 1. ფრინველის საცალო ფასი (სულ 3200 ფრთა);
- 2. საკვებერი / საწყურებელის ფასი (სულ 160 ცალი);
- 3. ვეტ პრეპარატების კომპექტი (ჩამონათვალი და თითოეულის ფასი);
- 4. 2 თვეზე გათვლილი კომბინირებული საკვების რაოდენობა და ფასი;
- 5. დისტრიბუციის ხარჯი.
ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით ლარში.
სატენდერო პირობები:
- შემოთავაზება უნდა იყოს დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით და გამოგზავნილი ქვემოთ მითითებულ ელ. მისამართზე.
- სატენდერო წინადადებაში უნდა მიეთითოს:
- გადახდის პირობები;
- მიემაგროს ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელთა რეესტრიდან / პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირების შემთხვევაში);
- მიწოდების პერიოდი (ქათმების დარიგება უნდა მოხდეს ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში);
- სატენდერო წინადადების პირობები უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ 1 თვის მანძლზე.
ტენდერის ეტაპები:
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა 19.08.2020, 18:00 საათი (ადგილობრივი დროით).
- სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად, ელ. ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz
- გამარჯვებულად მიიჩნევა ის კომპანია, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სატენდერო პირობებს.
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება, სადაც გაიწერება მხარეთა ვალდებულებები და შესრულების ვადები.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
თამარ ვაწაძეს
ტელ: 577 23 54 36
(ორშაბათი -პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე).
ტენდერის კატეგორია:
- 15100000 ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები
- 03300000 მეცხოველეობის პროდუქტები, ნანადირევი და თევზჭერის პროდუქტები