ჩაბარების ვადა:

21 აგვისტო 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T7411 - საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) საფუძველზე სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და შიდა კონტროლის სისტემების შესწავლა და გაუმჯობესება საერთაშორისო „საუკეთესო პრაქტიკით

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 21.08.2020 -ის 15:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში - შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი  ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ,  კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული 3 ერთეულისთვის საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) საფუძველზე სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და შიდა კონტროლის სისტემების შესწავლა და გაუმჯობესება საერთაშორისო „საუკეთესო პრაქტიკით“
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

  • GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
  • რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა  0108  თბილისი
  • მიუთითეთ  პროგრამის ნომერი: 19.2204.6-005.00
  • და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83360868

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ეთერ კონჯარიას
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – eteri.konjaria@giz.de
შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

წესების დარღვევის  შემთხვევაში  თქვენი შემოთავაზება არ იქნება  განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 25.08.2020 -თვის. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები