ჩაბარების ვადა:

7 სექტემბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7416 - საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის ფარდა-ჟალუზების მოწოდება და მონტაჟი

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. აღნიშნული ტენდერი შეწყვეტილია შემსყიდველის გადაწყვეტილებით.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის ფარდა-ჟალუზების მოწოდებასა და მონტაჟზე.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, რომელშიც უნდა დააფიქსიროს ერთეული ფასები მომსახურების (მონტაჟი, რესტავრაცია) და მასალის შემთხვევაში ცალ-ცალკე. ამასთან, ერთეული ფასები მასალისთვის უნდა იყოს წარმოდგენილი დანარიცხების  (მოგების გადასახადის, ზედნადები ხარჯების და დღგ-ს) გარეშე ხოლო ერთეული ფასები მომსახურებისთვის (მონტაჟი, რესტავრაცია) დაფიქსირებული უნდა იყოს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სხვა დანარიცხების (მოგების გადასახადის, ზედნადები ხარჯების და დღგ-ს) გარეშე; ასევე, დანართი N1-ში ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს მოგების (მოგება უნდა მოიცავდეს ზედნადებ ხარჯებსაც) პროცენტი;
  • დანართ N1-ში ტენდერის მონაწილემ უნდა დააფიქსიროს ტრანსპორტირებისა და მივლინების ხარჯი 1 კმ-ზე, თბილისიდან 100 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებული ობიექტის შემთხვევაში; ნაკლები მანძილით დაშორებული ობიექტების შემთხვევაში ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯსაც;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ფასის დასათვლელად, გამოყენებული იქნება ერთეული ფასები დანარიცხების გარეშე, ხოლო ჯამურ ფასს დაერიცხება მოგების წინასწარ შეთანხმებული პროცენტი და დღგ;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ბანკის ცალკეული დაკვეთით შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    - შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
    - საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

სატენდერო მოთხოვნები

  • არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესი ტენდერში მონაწილის წინააღმდეგ;
  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წამოადგინოს კომპანიის ბოლო 2 წლის ფინანსური ინფორმაცია/დოკუმენტაცია (2018 და 2019 წლების საბალანსო უწყისები და მოგება-ზარალის დეკლარაციები); დეკლარაციების ალტერნატივად, შესაძლოა წარმოდგენილ იქნას, კომპანიის  ანალოგიური ინფორმაციის შემცველი შიდა დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილი იქნება უფლებამოსილი პირის მიერ;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 2 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი;
  • კომპანიების შემოთავაზებების განხილვის დროს აუცილებელი იქნება ნიმუშების წარმოდგენა. ნიმუშების წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს, მოთხოვნიდან 4 დღის ვადაში.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი, ნარჩენების მართვის და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.   ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 7 სექტემბერი, 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
მარიამ ნაკაშიძე - შესყიდვების მენეჯერი
მობ: 599 358 444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 39500000 ქსოვილის ნივთები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    31 აგვისტო 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა