ჩაბარების ვადა:

7 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7419 - ტენდერი დაზღვეული ავტომანქანების საევაკუაციო ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს დაზღვეული ავტომანქანების საევაკუაციო ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე.   შერჩეულ მონაწილე/ებ/თან  გაფორმდება ერთწლიანი მომსახურების ხელშეკრულება.

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები

  • ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ  კომპანიებს.

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2020 წლის 7 სექტემბრისა.
  • სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია” განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს მონაწილეების  შეფასებას  და შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • შერჩეულ მონაწილეებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება   მონაწილის   შერჩევა და გაფორმდება ერთწლიანი  ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის  გამოცხადება   17.08.2020
  • სატენდერო  წინადადებების  მიღების ბოლო ვადა 07.09.2020
  • გამარჯვებული მონაწილ/ეებ/ის  შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 17.09.2020
  • ხელშეკრულების გაფორმება   24.09.2020

ტენდერი ჩატარდება შემდეგ ლოტებად:  

ლოტი #1 - ავტომანქანების ევაკუაცია ევაკუატორის მომსახურება - (იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება თავისი სვლით ვერ გადაადგილდება და მისი ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3.5 ტონას); 

  • ლოტი 1.1: დაზიანებული ავტომანქანების ევაკუაცია თბილისის ფარგლებში (თანდართული რუკის მიხედვით)
  • ლოტი 1.2: დაზიანებული ავტომანქანების ევაკუაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

ლოტი #2 - ავტოასისტანსის მომსახურება 
- სატრანსპორტო საშუალების დაქოქვა;  - ადგილზე საწვავის მიტანა (სერვისის გამოყენების შემთხვევაში საწვავის ღირებულებას იხდის უფლებამოსილი მძღოლი; - უფლებამოსილი მძღოლის კუთვნილი სათადარიგო საბურავით ჩანაცვლებას ან /და გაბერვას); - კარის გაღება ლოტი 2.1:  ავტოასისტანსის მომსახურება თბილისის ფარგლებში. ლოტი 2.2: ავტოასისტანსის მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე   ლოტი #3 - მძღოლის მომსახურება (ფხიზელი მძღოლი) ავტოტრანსპორტი გამართულ მდგომარეობაშია, მაგრამ უფლებამოსილი მძღოლს არ შეუძლია მისი მართვა. უფლებამოსილ მძღოლს გამეგზავნება მძღოლი და მისივე ავტოტრანსპორტით მიიყვანს მითითებულ ერთ მისამართზე.

  • ლოტი 3.1:  მძღოლის მომსახურება თბილისის ფარგლებში 
  • ლოტი 3.2:  მძღოლის მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

ლოტი #4 - ცრუ გამოძახება გამოძახების შემთხვევა, როდესაც ევაკუატორი მივიდა ადგილზე და აღარ დადგა მომსახურების საჭიროება (არ დახვდა დაზიანებული ავტომანქანა ან ადგილზე მისვლამდე გამოსწორდა ხარვეზი). 

  • ლოტი 4.1:  ცრუ გამოძახება თბილისის ფარგლებში 
  • ლოტი 4.2:  ცრუ გამოძახება მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

მონაწილეებმა სატენდერო წინადადება შეიძლება წარმოადგინონ როგორც ერთ, ისე რამდენიმე ლოტზე ერთდროულად.   სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე  შეაჩეროს, არ გააგრძელოს, შეწყვიტოს  ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი  პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ  საკონტაქტო მისამართებზე.   ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური  პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიასთვის“   სს „სადაზღვევო კომპანია  ევროინს ჯორჯია“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე  გააფართოვოს ან შეცვალოს თავისი  მოთხოვნები მისაწოდებელ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობება შერჩეულ მონაწილეს.

წესები და  კითხვები

  • ტენდერში მონაწილის  მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება   ძალაში უნდა იყოს 3 თვის განმავლობაში.
  • მონაწილე    პასუხისმგებელია   შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.
  • მონაწილის  მიერ სატანდერო წინადადება  სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას“ ეგზავნება  ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ქვევით მითითებულ მისამართზე:  tenders@euroins.ge

გთხოვთ, შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები