ჩაბარების ვადა:

27 აგვისტო 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7426 - Information Security Management System (ISMS) management solution (software)

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1- ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 27.08.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ,  კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის სრული სახელწოდება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • მისამართი;
  • ტენდერის დასახელება: "Information Security Management System (ISMS) management solution (software)“
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა  0108  თბილისი

ასევე მიუთითეთ კონვერტზე პროგრამის ნომერები: 15.2192.1-007.00 და ნომერი: 91141478

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:

  • შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 05.09.2020-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან.

სხვა პირობები:

  • საქონლის მიწოდების სასურველი ვადა: 2 კვირა
  • საქონლის მიმღები შემოსავლების სამსახური
  • ანაზღაურება: საქონლისა და ორიგინალი ინვოისის მიწოდებიდან 5 სამუშაო
    დღეში.

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები