ჩაბარების ვადა:

25 აგვისტო 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7428 - ტენდერი უტალკო ლატექსის ხელთათმანების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს უტალკო ლატექსის ხელთათმანების შესყიდვაზე.

დასახელება ზომა შესასყიდი რაოდენობა 1 წყვილის ფასი სულ ფასი მოწოდების ვადა
(კალ. დღე)
უტალკო ლატექსის ხელთათმანი S 10,000 წყვილი
(20,000 ცალი)
- ლარი - ლარი  
უტალკო ლატექსის ხელთათმანი M 40,000 წყვილი
(80,000 ცალი)
- ლარი - ლარი  
უტალკო ლატექსის ხელთათმანი L 10,000 წყვილი
(20,000 ცალი)
- ლარი - ლარი  
სულ ფასი - ლარი  

ძირითადი მახასიათებლები:
არასტერილური ხელთათმანი, უტალკო  ლატექსი სერტიფიცირებული, არა ალერგიული, მაღალი მგრძნობელობის, მუყაოს კოლოფებით შეფუთული.   

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
  • ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება ჯამურ შესასყიდ რაოდენობაზე, ბიჯის ოდენობა 500 ლარი;

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • საქონლის შესყიდვა მოხდება ერთჯერადად;
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში;
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ცხრილით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ტენდერის ჩაბარების პირობები

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 25 აგვისტო, 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 500 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: Ko.Metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 აგვისტო 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 ‎₾