ჩაბარების ვადა:

3 სექტემბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7430 - ტენდერი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის - ზამთრის ქურთუკის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე

ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის - ზამთრის ქურთუკის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე 18/08-GIG-P/UNI-20.

ტენდერის დეტალები:

  • შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად;
  • შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის ვიზუალი და სპეციფიკაცია გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილებში დიზაინი და დანართი_N1-ში.

შემსყიდველი ორგანიზაციები:

  • 1. შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია. ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. N2;
  • 2. შპს მტკვარი ენერჯი. მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N2ა

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი_N2 სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე;
  • კომერციული წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მოცემული რაოდენობების ცვლილებას +/- 15% ოდენობით;
  • პროდუქციის ნიმუშების წარდგენა აუცილებელია !!!
  • პროდუქციის ნიმუშების წარდგენა შესაძლებელია ბრენდირების გარეშე;
    შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან, ნიმუშის ფასით მარკირება იკრძალება !!!
  • შესაბამისობის სერტიფიკატებისა  და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) შესაბამისობას მოთხოვნილ ტექიკურ პარამეტრებთან;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) და საკონტაქტო პირი;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება და ნომერი  - 18/08-GIG-P/UNI-20;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი
ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 3 სექტემბერი, 17:00 საათი

ტენდერის კატეგორია:

  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი