26 აგვისტო 2020, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT7431 - ტენდერი ლაბორატორიული ავეჯის მოწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „კომპოზიტური მასალები“ აცხადებს ტენდერს ლაბორატორიული ავეჯის მოწოდებაზე (ან დამზადება -მოწოდებაზე) 18/08-CM-LAB_F-20 და იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის საგნის ჩამონათვალი და რაოდენობა:
- გამწოვი კარადა - 1 ცალი
- ლაბორატორიული საშრობ-სამრეცხაო - 1 ცალი
- ლაბორატორიული მაგიდა - 1 ცალი
- ლაბორატორიული სატიტრავი მაგიდა - 1 ცალი
- ანალიზური სასწორის მაგიდა - 1 ცალი
- რეაგენტების შესანახი და ჩამოსასხმელი კარადა - 1 ცალი
მიწოდების ადგილი: გარდაბანი, აღმაშენებლის 2ა.
ჩამონათვალის ზუსტი სპეციფიკაცია და დეტალური არწერა იხილეთ დანართი # 1-ში.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება დღგ-ს ჩათვლით;
- მოწოდების პირობა;
- მზა პროდუქციის შემოთავაზების შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითოთ მწარმოებელი ქვეყანა და მწარმოებლის სერტიფიკატები;
- პროდუქციის მოწოდების ან დამზადების ვადა;
- სურვილის შემთხვევაში, შემსრულებელს ექნება შესაძლებლობა გადაამოწმოს ზომები და შემოგვთავაზოს თავისი ვარიანტები;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; ლაბორატორიული ავეჯი შეძენაზე 18/08-CM-LAB_F-20
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: შალვა გოგოლაძე ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ირაქლი ადამია
საკონტაქტო ნომერი: 592 205 050.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 26 აგვისტო, 12:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი