ჩაბარების ვადა:

6 ოქტომბერი 2015, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T744 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს, ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

 შესყიდვის ობიექტის დასახელება, ზოგადი მახასიათებლები და მოწოდების ვადები:

შესყიდვის ობიექტის დასახელება და მახასიათებლები მოწოდების ვადა
ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვე

სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ადგილი: საქართველო, ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი #271.

ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირებისათვის, სატენდერო დოკუმენტაციის გაცემა იწარმოებს 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2015 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. ფოთი, გურიის ქ. №222, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 06 ოქტომბერი, 14:00 საათი.

სატენდერო წინადადებები გაიხსნება სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადის დასრულებისთანავე.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია ტენდერის პროცედურების შესახებ შეუძლიათ მიიღონ: ქ.ფოთი, გურიის ქ.#222-ში. საკონტაქტო პირი: მაია ნასარაია, ტელ: 599 88 03 03, ელ.ფოსტა: fondi@gmail.com