ჩაბარების ვადა:

31 აგვისტო 2020, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7445 - ტენდერი ზამთრის სპეც ფორმების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა დანართი #1

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), შპს „რუსთავის წყალი“ (RWC, ს/კ 21632351), შპს „მცხეთის წყალი“ (MWC, ს/კ 236052515 და შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/კ 203828313) და შპს „საგურამო ენერჯი“ (SENG, ს/კ 206337007) (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს ზამთრის სპეც ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით. 

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის შიდა დიზაინის მიხედვით, დანართი N1-ისა და დანართი N2-ის შესაბამისად ზამთრის სპეც ფორმებით მომარაგება არაუგვიანეს ა.წ. 15 ნოემბრამდე.  
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას განახორციელოს მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საქონლის ექსპერტიზა აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შეუსაბამობის შემთხვევაში მოსთხოვოს მიმწოდებელს წუნდებული საქონლის ჩანაცვლება

1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა/

  • ზამთრის სპეც ფორმების კონსოლიდირებული რაოდენობა, აღწერით, ფოტომასალითა და ზომებით წარმოდგენილია  დანართი N1-ის სახით. 
  • ქსოვილის შემადგენლობა და მოთხოვნები მოცემულია დანართი N2-ის სახით. 

შენიშვნა: ფოტომასალა და აღწერილობა არის მაქსიმალურად აღწერილი, თუმცა შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერის შედეგების განხილვის მომენტში, საჭიროებისამებრ შეიტანოს მცირეოდენი ცვლილება დიზიანის კუთხით.   ზომები მოცემულია თანამშრომლების რეალური ზომების შესაბამისად და საბოლოო ზომები დადგინდება შერჩეული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის ზომასთან მიმართებაში.

1.3 განფასება

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც PDF ფორმატში, ასევე ექსელის ფორმატში.

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

  • საქონლის მოწოდება უნდა მოხდეს წინასწარი შეთანხმებით კომპანიების მიხედვით არაუგვიანეს ა.წ. 15 ნოემბრამდე
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ქ. თბილისი, წყალსადენის ქ 7;
  • შპს „რუსთავის წყალი“ - ქ. რუსთავი, წმ ნინოს ქ 5;
  • შპს „მცხეთის წყალი“ - ქ. მცხეთა, აღმაშენებლის ქ (ყოფილი მუზეუმის შენობა);
  • შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ - ქ. გარდაბანი, ყოფილი თბილსრესის ტერიტორია;
  • შპს „ საგურამო ენერჯი“ - ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ 10.

შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში შემსყიდველი იტოვებს უფლებას საქონლის მიწოდება მოითხოვოს ზემოთ  განსაზღვრული მისამართებიდან განსხვავებულ ლოკაციაზე.

1.5 ანგარიშსწორების პირობები

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მოწოდებიან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან    30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის წარმოდგენით არაუმეტეს მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 30 %-სა.

1.6  ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების „უზრუნველყოფის გარანტია“ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ყველა გადასადახის ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში
  • მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამდასტურებელი დოკუმენტი,სადაც მოცემული იქნება შემოთავაზებული საქონლის ქსოვლის შემადგენლობა, ამასთან პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი თანხვედრაში უნდა იყოს დანართი N2-ით მოცემულ სპეციფიკაციებთან;
  • დანართი N2-ის მოთხოვნების შესაბამისობის დამოწმება ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი (ხელმოწერა დაშვებულია როგორც მატერიალურად ასევე ელექტრონულად).
  • ელექტრონული ტენდერის დასრულებიდან, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შერჩეულ კომპანიებს გაეგზავნებათ შეტყობინება სატენდერო პოზიციების თითო-თითო ნიმუშის (უსასყიდლოდ) წარმოდგენასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს შეტყობისნების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეში მისამართზე: ქ თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ N10.    ნიმუშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნება შესყიდვის პროცედურიდან;

შენიშვნა: შემსყიდველი იტოვებს უფლებას პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუშს ჩაუტაროს ქიმიური ექსპერტიზა აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზის შედეგები არ იქნება თანხვედრაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დანართი N2-ში მოცემულ სპეციფიკაციებთან პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნება შესყიდვის პროცედურიდან. 

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.8  ხელშეკრულების გაფორმება

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისთვის დამოუკიდებელი  ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით.

1.9 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 31 აგვისტო, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192500

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 აგვისტო 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა