ჩაბარების ვადა:

7 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7447 - ფასთა გამოკითხვა რიტუალების სახლის პროექტის შემუშავებასა და მშენებლობაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Auramine აცხადებს ფასთა გამოკითხვას რიტუალების სახლის პროექტის შემუშავებასა და მშენებლობაზე.

  • მომსახურების დეტალური აღწერა იხილეთ დანართებში #2, #3, #4
  • ადგილმდებარეობა - ბოლნისის რაიონი, სოფელი ბექთაქარი
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 07.09.2020

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • კომერციული წინადადება;
  • ენა : ქართული ან რუსული;
  • შემოთავაზებული ფასი;
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება;
  • გადახდის პირობები;
  • სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ (ანალოგიური სამუშაოებზე);
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მონაცემები.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.

ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩიულოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1

კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (კონვერტის გადაბმის ადგილი დამოწმებული კომპანიის ბეჭდით)

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის და პროცედურის დასახელება, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი.

კონვერტი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ მიიღება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყდივებისა და ლოჯისტიკის უფროსი სპეციალისტი
ნინო გურამიშვილი
Т +995 599920051
E-mail: NGuramishvili@richmetalsgroup.com

ტექ. საკითხებზე საკონტაქტო პირი პაველ სალდატოვი T: 599 251508

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები