ჩაბარების ვადა:

31 აგვისტო 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7452 - ტენდერი თერმო სკრინინგის დანადგარის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

 შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია ტენდერს თერმო სკრინინგის დანადგარის შესყიდვაზე.

დანადგარმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

  • უნივერსიტეტის შენობაში შესულთა ნაკადის თერმო სკრინინგი მინიმალური დროითი ინტერვალით. წარმადობა დღეში საშუალოდ 2000 ადამიანი. 

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, რომელიც ახდენს დანადგარის რეალიზაციას (სავალდებულო);
  • დანადგარის დეტალური აღწერა (სავალდებულო);
  • დანადგარის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები და ინფორმაცია მწარმოებელი კომპანიის შესახებ;
  • დანადგარის ფასი;
  • 2020 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან იმ კომპანიის ან ინდმეწარმის შესახებ, რომელიც ახდენს დანადგარის რეალიზაციას. 

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ფასი და ხარისხი;
  • შემომავალი ნაკადის გამტარუნარიანობა დროში;
  • გარანტია და შემდგომი მხარდაჭერა. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ელ.ფოსტაზე - info@btu.edu.ge
  • არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში შემოთავაზება არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ნონიაშვილი
ტელ: +995 577 23 50 29

ტენდერის კატეგორია:

  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები