ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T746 - კონკურსი ადმინისტრაციული შენობის ფასადის დიზაინზე

კონკურსის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული შენობის ფასადის დიზაინზე.

შენობა არის საოფისე დანიშნულების, ადმინისტრაციული ტიპის, მდებარეობს ქ. თბილისში, გაზაფხულის ქ. #14-ში (ფოტოები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • წარმოდგენილი ფასადის დიზაინის გადაწყვეტა მხოლოდ სამღებრო სამუშაოებით;
  • დიზაინი უნდა გვთავაზობდეს არსებული შენობის ფასადის გადაწყვეტას/ტრანსფორმაციას თანამედროვე, ორიგინალურ და ნათელ ფერებში.

დაინტერესებულმა პირმა ზემოაღნიშნული შენობის ფასადის დიზაინი უნდა წარმოადგინოს ფოტომონტაჟი-რენდერის სახით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

შეფასების კრიტერიუმები:

  • ფასადის დიზაინი უნდა იყოს ინოვაციური, თანამედროვე, ორიგინალური და ნათელ, მხიარულ ფერებში.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ უფლებამოსილია კონკურსში წარმოდგენილი იდეები გამოიყენოს შეხედულებისამებრ.

ფულადი პრიზი: 3 000 (სამიათასი) ლარი.

ვადები: საკონკურსო წინადადებები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2015 წლის 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #14.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 29 03 38; 2 91 26 07.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ