ჩაბარების ვადა:

4 სექტემბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7463 - ტენდერი აკუმულატორების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს აკუმულატორების შესყიდვაზე (უწყვეტი კვების წყაროებისთვის, გენერატორებისთვის).

პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

აკუმულატორების ტექნიკური მოთხოვნები:

  • ტევადობა 100 ამპერ/საათი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წელი
  • განმუხტვის დენი 5 ამპერი
  • ცივი სვლის დენი 830 ა
  • ძაბვა არანაკლები 12.6 ვოლტი
  • აისო ISO 14001, VD 6.1, TS 16649, iso 9001 (ერთერთი)
  • წონა არანაკლები 23.3 კილოგრამი
  • გარანტია არანაკლებ 2 წელი
ბრენდების ჩამონათვალი შესასყიდი რო-ბა ერთეულის ფასი (ლარი) ჯამური ფასი (ლარი) საგარანტიო ვადა
Varta, Multlu, Excide, Duracell 500 ცალი      

  ტენდერის მნიშვნელოვანი პირობები:

  • განიხილება მხოლოდ შემდეგი ბრენდები: Varta, Multlu, Excide, Duracell;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
  • საქონლის შესყიდვა მოხდება რეგულარულად, სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
  • კომპანიამ უნდა მოახდინოს ტენდერით გათვალისწინებული სრული რაოდენობის დასაწყობება საკუთარ საწყობში და მოთხოვნის შესაბამისად მოწოდება;
  • საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
  • ანგარიშსწორება მოხდება ყოველ ჯერზე საქონლის მოწოდების შემდეგ;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს შენახვის და ტრანსპორტირების ხარჯებს თბილისის მასშტაბით.
  • 2020 წელს მოხდება დაახლოებით 250 ცალი აკუმულატორის შესყიდვა ხოლო დარჩენილი რაოდენობის ათვისება მოხდება 2021 წელს. წლების მიხედვით შესასყიდი რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის მიხედვით.
  • პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებული საქონლის MAF (Manufacturer Authorised Form).
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საქონლის ნიმუში.

ტენდერი ჩატარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება დანართ N1-ში არსებული ჯამური ფასის მიხედვით, ბიჯი 2’000 ლარი.

ვაჭრობის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ დაფიქსირებული ჯამური ფასის შესაბამისად პროპორციულად დააკლდება საქონლის ერთეულის ფასს.  

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N1;

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • წინამდებარე დოკუმენტიშევსებული სახით, დაბეჭდილი და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, დასკანერებული PDF ფორმატში;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF (Manufacturer Authorised Form);
  • დანართი N1;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ტენდერის ჩაბარების პირობები

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 4 სექტემბერი, 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 2000 ლარი;
  • სისტემაში გთხოვთ მიუთითოთ მოსაწოდებელი პროდუქციის ჯამური ფასი. ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: Ko.Metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    31 აგვისტო 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 2'000.00 ‎₾