ჩაბარების ვადა:

7 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7464 - ტენდერი მაღაზიის ურიკების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს მაღაზიის ურიკების შესყიდვაზე.

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

პროდუქტის აღწერილობა

  • მოცულობა: 70 ლიტრი
  • ფერი:სასურველია წითელი
  • ურიკა ჩამოსხმული უნდა იყოს ერთიან ყალიბში (იხილეთ სავარაუდო ვიზუალი)
  • ბორბლების რაოდენობა: მინიმუმ 2
  • მასალა: პლასტმასი

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ თავისი ვიზუალური მასალით (პროდუქციის ფოტომასალა);
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია მსგავსი პროექტების შესრულების შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 7 სექტემბერი, 18:00 საათი.
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
  • ასევე, გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები