ჩაბარების ვადა:
4 სექტემბერი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT7474 - სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა
ტენდერის აღწერილობა:
"სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვაზე ორ ლოტად (დანართი #1) ფასების ცხრილის შესაბამისად.
შენიშვნა:
პრეტენდენტებს უფლება აქვთ სატენდერო წინადადება წარმოადგინონ მხოლოდ ერთ ლოტზეც. გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება ლოტების მიხედვით.
მოთხოვნები მიმწოდებლისა და მოთხოვნილი სერვისის მიმართ
ლოტი I
- სატელეფონო მომსახურების მიწოდება E1 PRI ტექნოლოგიით. E1-ების ურთიერთჩართვის ადგილად განისაზღვროს: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74 და ქ. თბილისი, ნ. კეცხოველის ქ. №7;
- სატელეფონო მომსახურების მიწოდება VoIP SIP პროტოკოლით(SIP Trunk მიერთების საშუალებით)
- ბანკის კუთვნილი ნომრის პორტირება, რომელზე დარეკვის შესაძლებლობაც ექნება ბანკის ნებისმიერ მომხმარებელს.
- საწყის ეტაპზე 240 ერთდროული არხით (E1+VoIP უზრუნველყოფა), საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი არხ(ებ)ის დამატების შესაძლებლობით;
- საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, სხვა ფიქსირებულ ოპერატორებთან და მობილურ ოპერატორებთან კავშირის წამობრივი დამრგვალება;
- პერსონალური მენეჯერის მომსახურება, უფასო ტექნიკური მხარდაჭერა და კონსულტაცია 24/7;
- ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შესახებ ანგარიში, ბილინგის ფორმატი: Microsoft Excel ფორმატი, csv ფორმატი;
- დავალიანების შესახებ ინფორმაციის მოწოდება;
- კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრული პარამეტრებით ხარისხიანი სატელეფონო კავშირის მიწოდება;
- არასანქცირებული წვდომის მცდელობების აღკვეთა დაცვის სხვადასხვა სისტემების მეშვეობით;
- მიმართულებების შეზღუდვა;
- IP მისამართების მიხედვით შეზღუდვების დაწესება;
- მომხმარებლის ბალანსის თანხობრივი მონიტორინგი;
- მომხმარებელთან სატელეფონო შეერთების სტატუსის მონიტორინგი;
- შემსყიდველის მფლობელობაში არსებული ნომრის შენარჩუნება;
- საჭიროების შემთხვევაში ახალი სატელეფონო ნომრების უსასყიდლოდ გამოყოფა.
ლოტი II
- VPN SMS მომსახურება
- ადგილობრივი და საერთაშორისო მობილური ოპერატორების მიმართულებით სმს-ების გაგზავნა. ფასები შემოთავაზებული უნდა იყოს ერთეულის მიხედვით შესაძლებელია რაოდენობების მიხედვით ტარიფების დაყოფა.
- მითითებული უნდა იყოს სმს ტექსტში მაქსიმალური ქართული და ლათინური სიმბოლოს გამოყენების შესაძლებელობა;
- SMS Off-ის ფუნქცია ყველა ოპერატორთან;
- გაგზავნილ სმს-ზე მიმღებისგან ტექსტური შეტყობინების მიღების შესაძლებლობა;
- მაღალი მდგრადობის VPN შეერთების უზრუნველყოფა და მისი 24/7 ტექნიკური მხარდაჭერის რეაგირება
- სმს შეტყობინებების გამგზავნ სერვერთან ინტეგრაციის ტიპი უნდა იყოს HTTP/HTTPS ან SMPP პროტოკოლი;
- SMS შეტყობინებების გამგზავნი სერვერი უნდა იყოს მაღალი წარმადობის და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს წამში გააგზავნოს 300 - 400 SMS შეტყობინება.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კომპანიის მიმოხილვა;
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
- რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე.
- შევსებული სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
- პრეტენდენტი ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე დეტალურ ტექნიკურ საკითზებზე დაუკავშირდეს მითითებულ საკონტაქტო პირებს.
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 04 სექტემბერი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162, ამასთანავე, სატენდერო შემოთავაზება გაგზავნილ უნდა იქნას ბანკის სატენდერო კომიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე: TenderCommittee@lb.ge
- სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სს „ლიბერთი ბანკისთვის“ სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა), ამასთანავე, სატენდერო წინანდებები გამოგზავნილი უნდა იყოს სატენდერო კომიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე: TenderCommittee@lb.ge
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200
ტენდერის კატეგორია:
- 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები