ჩაბარების ვადა:

17 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7475 - მონაცემების დამუშავების ცენტრებში გაგრილების სისტემების გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ტენდერს მონაცემების დამუშავების ცენტრებში გაგრილების სისტემების გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს და სისტემაში დააფიქსიროს ყოველთვიური მომსახურების ჯამური ფასი: დანართ N1-ის ჯამი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (ფასში უნდა შედიოდეს სახარჯი მასალების ხარჯებიც) გარდა შემდეგი ხარჯებისა:
    - დაზიანებული ნაწილის გამოცვლის ხარჯები რომლებიც შეკეთებას არ ექვემდებარე და საჭიროებს გამოცვლას (მაგალითად: კონდინციონერის პლატა, ტრანსფორმატორი, კონფესატორი, თერმული სენსორი და ა.შ.), კომპანიამ უნდა შეისყიდოს ამგვარი ნაწილი და წარმოადგინოს ჯორჯიან ქარდში ხარჯი ასანაზღაურებლად თვის ბოლოს. ამგვარი ნაწილები კომპანიამ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში უნდა განაფასოს დანართ N1-ის ცხრილ #2-ში, სადაც კომპანიამ  ფასიდან უნდა გამოყოს დანარიცხები: მოგება, ზედნადები ხარჯები, დღგ.  ასევე, ჯორჯიან ქარდის მიერ კომპანიამ შესაძლოა მიიღოს ინსტრუქცია, რომ იმ გამოსაცვლელი ნაწილის შეძენა რომელიც დანართ N1-ის ცხრილ #2-ში არ იქნება განფასებული, მოხდეს ჯორჯიან ქარდის მიერ წინასწარ განსაზღვრული კომპანიისგან რომელთანაც ჯორჯიან ქარდს ექნება გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ისარგებლებს სპეციალური ფასებით ან მიწოდებულ იქნას პირდაპირ ბანკის მიერ;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    - შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
    - საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
    - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

დავალებათა აღწერილობა

ყოველთვიური ტექნიკური მომსახურება უნდა ფარავდეს შემდეგ პუნქტებს ქვემოთ მოცემული გრაფიკის შესაბამისად:  

მომსახურების ტიპი მომსახურების გრაფიკი
გეგმიური რევიზია თვეში ერთხელ
სარემონტო სამუშაოები ულიმიტო
კონკრეტული პრობლემის დიაგნოსტიკა ულიმიტო
გადაუდებელი გამოძახება ულიმიტო
კონდინციონერის ფილტრების გაწმენდა თვეში ერთხელ
კონდინციონერის შიდა და გარე ბლოკის რეცხვა წელიწადში ორჯერ

 ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ჯორჯიან ქარდის მოთხოვნის საფუძველზე  მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში განმავლობაში მოახდინოს რეაგირება ნებისმიერი ტიპის დაზიანებაზე, დაადგინოს დაზიანება, უმოკლეს ვადებში მოახდინოს დაზიანების აღმოფხვრა და უზრუნველყოს სისტემების გამართული მუშაობა.

ასევე, გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს განსაკუთრებით სასწრაფო გამოძახება და კომპანია მზად უნდა იყოს რომ უმოკლეს ვადებში (1-5 საათში) მათ შორის არასტანდარტულ სამუშაო დროს მოახდინოს გამოძახებაზე რეაგირება.

სატენდერო მოთხოვნები

  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
  • ჯორჯიან ქარდი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი, ნარჩენების მართვის და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ჯორჯიან ქარდის თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ჯორჯიან ქარდთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ჯორჯიან ქარდს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ჯორჯიან ქარდს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ბანკი იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 17 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
ლევან სარაჯევი
lsaradjev@gc.ge
+995 577 112 110

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 სექტემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა