ჩაბარების ვადა:

9 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7489 - ტენდერი A4 საოფისე თაბახის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს A4 საოფისე თაბახის შესყიდვაზე:

# დასახელება აღწერილობა შესყიდვის რაოდენობა ერთეულის ფასი (დოლარი) ჯამური ფასი (დოლარი)
1 A4 ქაღალდი 80 გრ X 500 ცალიანი შეკვრა 60'000 შეკვრა 0 $ 0 $

სხვა პირობები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს აშშ დოლარში და შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი გენერალური ხელშეკრულება;
  • ბანკი ეტაპობრივად მოახდენს მითითებული რაოდენობის შესყიდვას ხელშეკრულების ვადის განმავლობაში;
  • მომწოდებელი ვალდებული იქნება აღნიშნული მარაგის დასაწყობება მოახდინოს საკუთარი ხარჯებით;
  • ბანკი თავად მოახდენს თაბახის ეტაპობრივ ტრანსპორტირებას საწყობში;
  • ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობის ბიჯი ჯამურ თანხაზე 2’000 აშშ დოლარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 9 სექტემბრის 17:00 საათამდე;
  • ტენდერი ტარდება შემდეგ ვებ-მისამართზე www.tenders.ge;
  • ერთეულის და ჯამური ფასი უნდა მიეთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის გასწვრივ;
  • პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს შესასყიდი საქონლის ნიმუში არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.

ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.

ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.

ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • წინამდებარე დოკუმენტი, შევსებული ცხრილით და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, მომხმარებლების სია);
  • ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერის ჩაბარების პირობები

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 9 სექტემბერი, 18:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 2000 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 სექტემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 2'000.00 $