7 სექტემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T7496 - ტენდერი ცენტრის ინფრასტრუქტურაში არსებული სერვერების და სტორიჯების გაძლიერებაზე
ტენდერის აღწერილობა:
აა(ი)პ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს სატენდერო კონკურსს შემდეგი სერვისების მისაღებად:
- ცენტრის ინფრასტრუქტურაში არსებული სერვერების და სტორიჯების გაძლიერება
ამოცანა: შეძენის ობიექტს წარმოადგენს ცენტრის ინფრასტრუქტურაში არსებული სერვერებისათვის (5 სერვერი, რომლებიც გადანაწილებულია 2 დატაცენტრში) დამატებითი ოპერატიული მეხსიერების შეძენა და ფიზიკური ინსტალაცია, ასევე ამავე ინფრასტრუქტურაში არსებული სტორიჯებისათვის (2 სტორიჯი გადანაწილებულია 2 დატაცენტრში) დამატებითი თაროების (შესაბამისი მყარი დისკებით) შეძენა და ფიზიკური ინსტალაცია.
შეძენის პირობები:
- კომპანიამ უნდა განახორციელოს აღწერაში მითითებული სერვერების და სტორიჯების შემდგენელი ნაწილების მოწოდება.
- მიწოდების ვადა: ტექნიკის სრული მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღეში.
- ცენტრის შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან შეთანხმებით კომპანიამ უნდა განახორციელოს აღწერაში მითითებული სერვერების და სტორიჯების შემდგენელი ნაწილების ფიზიკური ინსტალაცია. ასევე საჭიროების შემთხვევაში არსებულ მოწყობილობებთან მიერთება და სამუშაო მდგომაროებაში გამართვა.
- ინსტალაცია უნდა განხორციელდეს ღამის საათებში და ცენტრის სერვისების მინიმალური წყვეტით.
- ინსტალაციის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს ცენტრის შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან
- ინსტალაციის ვადა: ინსტალაცია უნდა განხორციელდეს მიწოდებიდან არანაკლებ 14 სამუშაო დღეში.
- კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტექნიკის მწარმოებელთან საპარტნიორო ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- შემოთავაზებულ ტექნიკისათვის პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა
- გარანტია: შემოთავაზებულ ტექნიკაზე უნდა გავრცელდეს არსებული სერვერების და სტორიჯების არანაკლებ მიმდინარე საგარანტიო პირობები.
- გამოცდილება: კომპანიას უნდა ჰქონდეს მსგავსი პროექტების განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება და შესაბამისად უნდა წარმოადგინოს:
- პრეტენდენტმა სერვისის ღირებულება უნდა წარმოადგინოს დოლარში
- - ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორცილებული სერვერების და სტორიჯების მიწოდების და ინსტალაციის პროექტების ჩამონათვალი (არანაკლებ 150000 ლარის ღირებულების პროექტები)
- არანაკლებ 2 ხელშეკრულება ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორცილებული სერვერების და სტორიჯების მიწოდების და ინსტალაციის პროექტების მიმართულებით (არანაკლებ 150000 ლარის ღირებულების პროექტები)
ჩამოთვლილი სატენდერო დოკუმენტაცია განათავსეთ ვებ გვერდზე https://tenders.ge/ 2020 წლის 1 სექტემბრიდან არაუგვიანეს 2020 წლის 7 სექტემბრისა
შესაძენი ტექნიკის ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ სატენდერო ფაილში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 7 სექტემბერი, 18:00 სთ.
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ მინდიაშვილი
მობ: 591 404046
ელ. ფოსტა: nmindiashvili@tpl.ge
ტექნიკური საკითხების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
გიორგი გიორგანაშვილი
მობ: 595 184444
ელ. ფოსტა: ggiorganashvili@tpl.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები