ჩაბარების ვადა:

7 სექტემბერი 2020, 18:30

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7497 - ტენდერი სამედიცინო ინვენტარის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „სამედიცინო ინვენტარის შესყიდვა“ - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

  • წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
  • ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება  1 წლიანი მოქმედების ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეეს, როგორც სს „ევექსის ჰოსპიტლები“, 

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 7 სექტემბრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  •  საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 02 სექტემბერი 2020 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება 7 სექტემბერი 2020 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 14 სექტემბერი 2020 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება 21 სექტემბერი 2020 წ.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 7 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერში შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებული. შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია ცალკეულ პოზიციებზეც.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: evex_medequipment@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დოკუმენტაცია

სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერი სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერი
დანართი 1 - სამედიცინო ინვენტარი დანართი 1 - სამედიცინო ინვენტარი
დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ
დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება
დანართი 4 - აფიდატივი დანართი 4 - აფიდატივი
დანართი 5 -სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერის ფასთა ცხრილი 1 დანართი 5 -სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერის ფასთა ცხრილი 1
დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულება დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულება
სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერი სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერი
ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 სექტემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა