ჩაბარების ვადა:

8 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7499 - ტენდერი გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მდებარე კოლექტორზე არსებული დაზიანებული ადგილების სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/ნ 203828313), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მდებარე კოლექტორზე არსებული დაზიანებული ადგილების სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე. 

  • მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა.
  • გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მდებარე კოლექტორზე არსებილი დაზიანებული ადგილების სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოების შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული პროექტების შესაბამისად.

განსაკუთრებული მოთხოვნა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ უნდა უზრუნველყოს მასალების გატანა(ასეთის საჭიროების შემთხვევაში) ქვემოთ დასახელებული „დამკვეთის“ საწყობ(ებ)ის მისამართებიდან.
  • პოლიეთილენის მილები, პოლიეთილენის მასალა, ფოლადის მასალა - წყალსადენის ქ. N7 და ფეიქრების ქ. N14;
  • ფოლადის მილები - იუმაშევის ქ. N14 (ლილოს ) და ნატახტარი (მცხეთა-კობის ტრასა, 200 მეტრი);
  • მასალის დასატვირთი ამწე, საჭიროების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიყვანოს საწყობში თავად.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საშემსრულებლო დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტენდერზე თანდართული საშემსრულებლო დოკუმენტაციის ნიმუშების შესაბამისად, რომელთა ცვლილება დაუშვებელია;

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

    სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:
  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს ქ. გარდაბანში;
  • სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
  • მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
  • შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება სამუშაოების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა  ტენდერზე თანდართული ფორმით;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სრულად შევსებული სამუშაო გეგმა-გრაფიკი;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.8 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა - 2020 წლის 8 სექტემბერს, 18:00 საათი

წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით (თითო ეგზემპლარი)

შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 8 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვების წარმომადგენელი: 
საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge 
ტელ.: +995 322 931111 (1147); 599 72 30 03

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge 
ტელ.: +995 322 931111 (1141);

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 სექტემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა