ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7519 - კონკურსი ორგანიზაციის ლოგოს დიზაინისა და კომპანიის ბრენდბუქის შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის ლოგოს დიზაინისა და კომპანიის ბრენდბუქის შექმნაზე.

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – სტუდენტს, პროფესიონალ დიზაინერს, დიზაინერთა ჯგუფს, სარეკლამო კომპანიას/სტუდიას.
  • მოთხოვნები:
  • კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ლოგოტიპის 2 ნიმუში – ქართული და ინგლისური შესაძლებელია ორენოვანი ვარიანტის დამზადებაც. სასურველია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ არასრული სახელწოდების გამოყენება, თუ იგი ლოგოს ერთიანი აღქმისა და კონცეფციის ნაწილი იქნება (GM);
  • ლოგოს ესკიზი უნდა ასოცირდებოდეს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის სპეციფიკასთან;
  • ლოგოს ესკიზში უნდა ფიგურირებდეს სამთო-მეტალურგიის დარგის ამსახველი სიმბოლიკა ან მისი შემადგენელი ნაწილი;
  • ლოგოს ესკიზი უნდა იყოს მარტივი, ადვილად აღქმადი, ესთეტიური, ორიგინალური, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს;
  • ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგოს ესკიზი მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ დასაბრენდ პროდუქციაზე. ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი და დასამუშავებელი. უნდა აღიქმებოდეს როგორც მცირე (2სმx2სმ), ასევე დიდი ზომის მასალაზე დატანის შემთხვევაში;

ბრენდბუქი უნდა მოიცავდეს: ოფიციალური დოკუმენტაციის, სავიზიტო ბარათების, სქელყდიანი ბლოკნოტის (ე.წ. ორგანაიზერის), თხელყდიანი ბლოკნოტის (ე.წ. ზამბარიანი), სასაჩუქრე პაკეტისთვის მუყაოს ჩანთის, საწერკალმის, სამაგიდე კალენდრის, კედლის კალენდრის, მეხსიერების ბარათის, სტიკერის, ბრენდირებული ჭიქის, ჭიქის დასადგამის,  წერილის კონვერტის, საქაღალდის, მაისურის და ქუდის დიზაინს.

წარმოდგენის ფორმა:

  • კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ლოგოტიპის როგორც ფერადი, ისე შავ-თეთრი ნიმუშები. ნამუშევრების გადმოგზავნა უნდა მოხდეს ელფოსტით მისამართზე: gm-chancellery@gm.ge
  • თუკი 2 სამუშაო დღეში ვერ მიიღეთ დამადასტურებელი წერილი ფაილის მიღების თაობაზე, ე.ი. თქვენი წერილი ადრესატამდე არ მისულა.
  • საკონკურსო მასალა (ლოგოს დიზაინი და ბრენდბუქი)  კონკურსანტებმა უნდა გადმოაგზავნონ JPEG/PNG ფორმატით, საბოლოოდ კი - ვექტორულ ფაილში.

შესრულების ვადა:

  • კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 20 სექტემბრამდე 18:00 საათისა.
    დაგვიანებული ესკიზები აღარ მიიღება.
  • კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება ერთი გამარჯვებული სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ, საკონკურსო წინადადებების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

დამატებითი ინფორმაცია: 

  • შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ უფლება აქვს მოსთხოვოს კონკურსში გამარჯვებულს წარმოდგენილ ლოგოს დიზაინში ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება.
  • შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ იტოვებს უფლებას, საკონკურსო წინადადებებიდან არ გამოავლინოს გამარჯვებული, ასევე უფლება აქვს კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს კონკურსი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით.

საპრიზო თანხა:

  • კონკურსის გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მას გადაეცემა ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 22500000 საბეჭდი ფორმები ან ცილინდრები ან ბეჭდვისას გამოსაყენებელი სხვა საშუალებები
  • 22900000 სხვადასხვა ნაბეჭდი მასალა
  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები