ჩაბარების ვადა:

21 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T7538 - ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design Build-ის მეთოდით ქ. თბილისში ფეიქრების ქუჩაზე მსუბუქი კონსტრუქციის სენდვიჩ-პანელებით ასაწყობი საოფისე-სამეურნეო დანიშნულების შენობის დეტალური პროექტის მომზადებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design Build-ის მეთოდით ქ.თბილისში ფეიქრების ქუჩაზე მსუბუქი კონსტრუქციის სენდვიჩ-პანელებით ასაწყობი საოფისე-სამეურნეო დანიშნულების შენობის დეტალური პროექტის მომზადებასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო ნებართვის მოპოვება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან;
  • ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა მის მიერ მომზადებულ პროექტზე, საექსპერტო დასკვნა გაცემული უნდა იყოს აკრედიტირებული ორგანოს მიერ, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებელო სამუშაოების წარმოების შემდგომ უზრუნველყოს შენობის ექსპლუატაციაში მიღება და წარმოადგინოს ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი;
  • შემსყიდველის მხრიდან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ;

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • 190 თანამშრომელზე გათვლილი მსუბუქი კონსტრუქციის სენდვიჩ-პანელებით ასაწყობი საოფისე-სამეურნეო დანიშნულების შენობის  პროექტის მომზადების და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების  ძირითადი მოთხოვნები განსაზღვრულია დანართში N2 (ტექნიკური დავალება). 
  • ამასთან, პროექტი უნდა მომზადეს დანართში N3 მოცემული საორიენტაციო ესკიზური პროექტის გათვალისწინებით(თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს)
  • მიმწოდებული (საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი) ვალდებულია მაომზადოს შენობის დეტალური პროექტი, აწარმოოს სამშენებლო-სამონტაჟო, გაშვება-გამართვის სამუშაოები საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და სტანდარტების შესაბამისად.
  • საპროექტო გადაწყვეტილებები და შესრულებული სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს შენობის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებას, მსგავსი შენობა-ნაგებობებისათვის სტანდარტებით განსაზღვრული სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.

მსუბუქი კონსტრუქციის სენდვიჩ-პანელებით ასაწყობი საოფისე-სამეურნეო დანიშნულების შენობა გათვლილი უნდა იყოს 190 თანამშრომელზე და უნდა მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს:

I - სართული (მთლიანი ფართი 557, 3 მ2)

  • წყალარინების საავარიო ჯგუფის გასახდელი ოთახი 73 თანამშრომლისათვის ფართი: 88 მ2
  • რეგიონალური სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების დეპარტამენტის გასახდელი ოთახი 50 თანამშრომლისათვის ფართი: 56,5 მ2
  • წყალმომარაგების ქსელების მართვისა და დიაგნოსტიკის ჯგუფის გასახდელი ოთახი 52 თანამშრომლისათვის ფართი: 63 მ2
  • 3ცალი საწყობი რეგიონალური სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების დეპარტამენტისათვის თითოს ფართი: 28,0         ჯამი: 28X3=84 მ2
  • 1ცალი საწყობი წყალარინების საავარიო ჯგუფისათვის  ფართი: 28,0 მ2
  • 1ცალი საწყობი წყალმომარაგების ქსელების მართვისა და დიაგნოსტიკის ჯგუფისათვის   ფართი: 38,0 მ2
  • 5 ცალი საიარაღო-საწყობი წყალარინების საავარიო ჯგუფისათვის  თითოს ფართი: 9,3 მ2  ჯამი: 9,3X5=46,5 მ2
  • მამაკაცების ტუალეტი ფართი: 33,7 მ2
  • ქალების ტუალეტი ფართი: 3,3 მ2
  • დასუფთავების სამსახურის ოთახი ფართი: 10,10 მ2
  • ჰოლი ფართი: 87,5 მ2

II - სართული (მთლიანი ფართი 557,3 მ2)

  • წყალარინების საავარიო ჯგუფის უფროსის ოთახი 1 თანამშრომლისათვის ფართი: 23,88 მ2
  • რეგიონალური სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების დეპარტამენტის უფროსის ოთახი 1 თანამშრომლისათვის ფართი: 23,88 მ2
  • წყალმომარაგების ქსელების მართვისა და დიაგნოსტიკის ჯგუფის უფროსის ოთახი 1 თანამშრომლისათვის ფართი: 21,08 მ2
  • რეგიონალური სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების დეპარტამენტის თანმშრომელთა ოთახი 6 ინჟინრისათვის ფართი: 41,0 მ2
  • წყალარინების თანმშრომელთა ოთახი 6 ინჟინრისათვის ფართი: 41,0 მ2
  • სამზარეულო ფართი: 29,0 მ2
  • მამაკაცების ტუალეტი ფართი: 25,0 მ2
  • ქალების ტუალეტი ფართი: 4,0 მ2
  • ჰოლი ფართი: 87,5 მ2
  • #1 სარეზერვო ფართი 217 მ2
  • #2 სარეზერვო ფართი 87,4 მ2

ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერზე თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:

  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ჯამში შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 8 თვეს, მათ შორის:
  • დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა და პროექტზე დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა შეადგენს 2 თვეს;
  • პროექტზე შესაბამისი სამშენებელო ნებართვის მიღება- 1 თვე;
  • სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვადა - 4 თვე;
  • შენობის ექსპლუატაციაში მიღების ნებართვა -1 თვე.

გასაწევი მომსახურება ოთხ ეტაპიანია:

  • I  ეტაპი - საძიებო კვლევითი სამუშაობის განხორციელება და პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება;
  • II ეტაპი - ესკიზური პროექტის მომზადება;
  • III ეტაპი - დეტალური  დოკუმენტაციის შედგენა და პროექტზე დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა;
  • IV ეტაპი-სამშენებლო სამუშაოები და შენობის ექსპლუატაციაში მიღება.

კონტრაქტის ხელმოწერიდან 3 (სამი) კვირის ვადაში, მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს I ეტაპით განსაზღვრულ სამუშაოებს (საძიებო კვლევით სამუშაოებს და პროექტის კონცეფციას). შემსყიდველის  და/ან  ხელშეკრულებით  შემსყიდველის უფლებამოსილი პირი 1 ერთი) კვირის ვადაში განიხილავს  და  მიმწოდებელს მიაწვდის  შენიშვნებს და/ან კომენტარებს წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობით და/ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

ჩართულ მხარეებთან შეთანხმების მიღების შემდეგ, 1 (ერთი) კვირის ვადაში მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს II ეტაპით განსაზღვრულ ესკიზურ პროექტს შესათანხმებლად 3 ეგზემპლარად. წარმოდგენილ მასალებს თან უნდა დაერთოს მათი ელექტრონული ვერსიები (ტექსტური ნაწილი Word და Excel ფაილების სახით, ხოლო ნახაზები - AutoCAD/ArchiCAD და PDF ფორმატებში). შემსყიდველის და/ან  ხელშეკრულებით  შემსყიდველის უფლებამოსილი  პირი  1 (ერთი) კვირის ვადაში განიხილავს და მიმწოდებელს მიაწვდის შენიშვნებს და/ან კომენტარებს ესკიზურ პროექტთან დაკავშირებით წერილობით და/ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

ყველა ჩართულ მხარესთან შეთანხმების მიღებიდან 4 (ოთხი) კვირის ვადაში მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს დეტალური პროექტის ვერსიას;

შემსყიდველი ან ხელშეკრულებით შემსყიდველის უფლებამოსილი პირი 1 (ერთი) კვირის განმავლობაში წერილობით ან ელ. ფოსტის საშუალებით მიაწვდის მიმწოდებელს კომენტარებს წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;

შენიშვნების ან კომენტარების მიღებიდან არაუმეტეს ერთი კვირის ვადაში მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს დასრულებულ დეტალურ საპროექტო დოკუმენტაციას დაბეჭდილ ალბომებს ოთხ ეგზემპლარად A3 და A4 ფორმატში ქართულ ენაზე. წარმოდგენილ მასალებს თან უნდა დაერთოს მათი ელექტრონული ვერსიები (ტექსტური ნაწილი Word და Excel ფაილების სახით, ხოლო ნახაზები - AutoCAD/ ArchiCad და PDF ფორმატებში) კომპაქტური დისკებით (CD ან DVD) და ხარჯთაღრიცხვას როგორც რესურსული ასევე კრებსითი ფორმატით, ასევე პროექტზე გაცემულ დადებით საექსპერტო დასკვნას შესათანხმებლად, საექსპერტო დასკვნა გაცემული უნდა იყოს აკრედიტირებული ორგანოს მიერ, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან და პროექტზე გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის შემსყიდველისთვის მიწოდებიდან არაუგვიანეს 4 კვირის ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებელო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვის მიღება შესაბამისი უწყებიდან;

დეტალური პროექტის საბოლოო შეთანხმების შემდეგ სამშენებლო ეტაპის ვადა განისაზღვრება შეთანხმებული სამშენებლო გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ამასთან მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებელო სამუშაოების წარმოების შემდგომ არაუგვიანეს 4 კვირის ვადაში უზრუნველყოს შენობის ექსპლუატაციაში მიღება და წარმოადგინოს ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი;

შემსყიდველის მხრიდან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ;

შენიშვნა: ზემოთ განსაზღვრული ვად(ებ)ა არის საორიენტაციო, რომელიც დაზუსტდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული(როგორც პროექტირების ასევე სამშენებლო სამუშაოების წარმოების) ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი ტენდერზე თანდართული ფორმით;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.8 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 21 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1147); 599 72 30 03

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 523 381

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 სექტემბერი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა