ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7542 - ტენდერი წალკის მუნიციპალიტეტში, ბარეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრინველებზე დასაკვირვებელი კოშკის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

არაკომერციული ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს წალკის მუნიციპალიტეტში, ბარეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრინველებზე დასაკვირვებელი კოშკის მშენებლობაზე.

  • განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2020 წლის 20 სექტემბერი, 18:00 საათი.
  • ტენდერი ცხადდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის მიერ დაფინანსებული  პროექტის „სათემო კონსერვაციული აქტივობების მხარდაჭერა ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების დასაცავად და დაშორებული, მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად - სათემო კონსერვაცია ადგილობრივი თემების გაძლიერებისათვის“ (GEO/SGP/OP6/Y4/STAR/CD/19/03) ფარგლებში. პროექტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი თემის გასაძლიერებლად მოსახლეობის (ახალგაზრდები/ქალები) ცნობიერების ამაღლება ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის საკითხებში და ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
  • საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ პროექტს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვითი (დღგ-ს გარეშე) დოკუმენტაციით: 
  • ფრინველებზე დაკვირვების ადგილის მოწყობა რომელიც მოიცავს ა) 25 კვმ ან მეტი ფართობის მყარ, ბეტონის ან ქვის, პლატფორმას, ბ) დაკვირვების ასაწყობ-დასაშლელ კოშკურას, 

პროექტების მომზადების აუცილებელი პირობები:

  • საჭირო მასალების/ტექნოლოგიების, ტრანსპორტირებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დეტალური კალკულაცია (ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე);
  • ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სამშენებლო რესურსების ფასებს (2019 წლის III კვარტალის მიხედვით);
  • პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ზედა ზღვარი შეადგენს 19,500.ლარს;
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ისარგებლონ წინამდებარე განცხადებაზე მიმაგრებული სანიმუშო პროექტით (დანართი 1 და 2) და წარმოადგინონ ასაწყობ-დასაშლელი კონსტრუქციის შემოთავაზებები ნახაზებთან შესაბამისობაში, უსაფრთხოებისა და ფრინველებზე დაკვირვების ასპექტების გათვალისწინებით; 
  • სამუშაოს დაწყებამდე წარმოდგენილი ნაგებობის სამშენებლო ნებართვას უზრუნველყოფს დამკვეთი;
  • სამუშაო შესრულების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან) არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) კალენდარულ თვეს.

დაინტერესებულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ მოწყობის ადგილს წინასწარი შეტყობინების საფუძველზე.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზება, რომელიც  უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროექტის დასახელება; 
  • ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა თანდართული ცხრილის მიხედვით (დანართი 3); ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ–ს გარეშე; 
  • რეკვიზიტები: კომპანიის იურიდიული ფორმა და დასახელება; იურიდიული ანდა ფაქტიური მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი; საკონტაქტო პირი;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული შესაბამისი პროექტების ჩამონათვალი. (უპირატესობა მიენიჭება მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილების მქონე კომპანიებს. ასევე  კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება. ტენდერში მონაწილეს უნდა გააჩნდეს საინჟინრო-საპროექტო სფეროში არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება)

ნიმუში და ხარჯთაღრიცხვა:

  • წინამდებარე სატენდერო შეთავაზებას თან ერთვის ფრინველებზე დაკვირვების კოშკურას სანიმუშო ნახაზი (დანართი 1 და 2) და სახარჯთაღრიცხვო ღირებულების სანიმუშო ცხრილი (დანართი 3).

ტენდერში გამარჯვებულმა იურიდიულმა პირებმა დამკვეთს ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარუდგინოს და მასთან შეათანხმოს ასაწყობ-დასაშლელი კონსტრუქციის ტექნიკური ნახაზი სამშენებლო მასალების მახასიათებლების და დაშლას-აწყობის ტექნიკური პარამეტრების მითითებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 20 სექტემბერი, 18:00 საათი.
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13, “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს ოფისი ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: keti.esakia@rec-caucasus.org

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ქეთი ესაკია
მობ: +995 5 77 99 22 43

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები